„ირგვლივ სისხლის გუბეები იდგა... ჯერ ქალს ესროლა, მერე მის ქმარს“- შემზარავი მკვლელობის დეტალები გორიდან
კრიმინალი - 12:48, 11 Feb, 2016     8028
პოლიციელები ამ დრომდე ეძებენ 50 წლის კახა ქისიშვილს, რომელსაც ბრალად ორმაგი მკვლელობა ედება.

ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს გვიან ღამით გორში, გურამიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ყოფილი ცოლი, 45 წლის ირმა გაგლოშვილი და მისი ამჟამინდელი მეუღლე სანადირო თოფოთ დახოცა.

ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე ორი გასროლა მოახდინა - ქისიშვილმა ჯერ ქალს ესროლა, შემდეგი ტყვია კი - შუახნის მამაკაცს.

მეზობლების თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცოლს წლების წინ დაშორდა, ქალი მეორედ გათხოვდა და ოჯახთან ერთად (პირველი ქორწინებიდან შეძენილ ქალ-ვაჟთან ერთად) ისრაელში ცხოვრობდა.

,,და დამეღუპა, დედაც და მამა გამექცა, სულ მარტო დავრჩი'' - განაცხადა ჟურნალისტებთან გარდაცვლილი ქალისა და მისი ყოფილი მეუღლის საერთო ვაჟმა.

როგორც „ნიუპოსტს“ გარდაცვლილის მეზობლები უყვებიან ტრაგედია მას შემდეგ დატრიალდა, როცა ისრაელიდან გარდაცვლილი ქალის საერთო შვილი - 25 წლის გოგონა ჩამოასვენეს.

როგორც ირკვევა, მოკლილი ქალისა და ბრალდებულის შვილმა ურთულესი ოპერაცია ვერ გადაიტანა.

„დაახლოებით 02:30 საათი იქნებოდა, ხმაურზე გამეღვიძა, რომ გადავიხედე ფანჯრიდან, საზარელი სურათი დამხვდა. ეზო პოლიციელებით იყო სავსე. ეზოში მამაკაცის ცხედარი ესვენა, ირგვლივ კი სისხლის გუბეები იდგა. სანადირო თოფით მოუკლავს... ჯერ ქალისთვის უსვრია, მერე მისი ქმირთვის“ - განუცხადა „ნიუპოსტს“ თვითმხილველმა ილია მეტრეველმა.

მეზობლების განცხადებით, გარდაცვლილი ქალბატონი ისრაელში მუშაობდა, შვილებიც თან ჰყავდა , ქმარი კი გორში აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა.

კიდევ ერთი მეზობლის, ლია ლაბაძის განცხადებით, გარდაცვლილი ქალი საქართველოში იშვიათად ჩამოდიოდა და მეზობლებთან თითქმის არ კონტაქტობდა.

„შვილი გუშინ 11 საათზე ჩამოასვენეს. მკვლელობაში ბრალდებული გოგონას პანაშვიდზე მივიდა, ვერავინ წარმოიდგენდა რომ ეს სისასტიკე ჰქონდა ჩაფიქრებული“- ამბობს ის.

გორში ჩადენილი სასტიკ მკვლელობაზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42