„რომ მოვკვდე, დასასავენებელი ადგილი არ მაქვს“ - 5 სულიანი ოჯახი თავშესაფარს ითხოვს
საზოგადოება - 15:01, 10 Feb, 2016     1867

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში მცხოვრები კვაჭანტირაძეების 5 სულიანი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. როგორც დიასახლისი, ელზა კვაჭანტირაძე აცხადებს დიდთოვლობამ მათი ავარიული საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაანგრია.

კვაჭანტირაძეები სოციალურად შეჭირვებულთა ბაზაში ირიცხებიან. სახლში, რომელსაც ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ოჯახმა თავი შეაფარა, ელზა კვაჭანტირაძე მეუღლესთან, შვილთან, რძალთან და 1 თვის შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს.

ქალბატონი ამბობს, რომ საცხოვრებელი, რომელიც ოჯახის ახლობელს ეკუთვნის, მისივე თხოვნით ახლა უნდა დაცალონ. ოჯახი კი, 1 თვის პატარასთან ერთად ღია ცის ქვეშ ყოფნის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა:

„თავდაპირველად სახლის საძირკველმა დაიწყო ნგრევა, მოგვიანებით კი დიდთოვლობას და წყალს ვერ გაუძლო და მთლიანად ჩამოიშალა. 7 წელია დავრბივარ გამგეობაში და დახმარებას ვითხოვ, რომ სახლის პრობლემის მოგვარებაში დამხმარებოდნენ. წინა ხელისუფლების დროს, მომცეს 1200 ლარი, რითიც სახურავის შეცვლა მოვახერხე, რადგან ფაქტიურად დამტვრეული იყო. ყველა ქარის ამოვარდნაზე ჩაცმულებს გვეძინა, რომ მზად ვყოფილიყავით გასაქცევად. წელს დიდი თოვლი მოვიდა, წყალმა გამოაცალა სახლს საძირკველი და ჩამოინგრა. დასკვნაც მაქვს ლანჩხუთის ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ მომზადებული, რომ სახცხოვრებელი სრულად აღდგენას საჭიროებს. სოფელ შუხუთში გადავედით. ოჯახის ახლობელმა თავისი სახლი დაგვითმო. 3 წელია იმ სახლში ვიყავი, ქირა არ გადამიხდია ერთი კაპიკი, ახლა მეუბნება, რომ უნდა დავცალო, რა ქნას იმანაც, შვილები ჰყავს და უნდა სახლი. სად წავიდე არ ვიცი, სახლი დანგრეულია. “

როგორც ელზა კვაჭანტირაძე ამბობს, მან ინფრასტრუქტურის სამსახურს დახმარების თხოვნით მიმართა, იქ კი უთხრეს, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ. ამბობს იმასაც, რომ გამგეობამ ქირით გადასვლა შესთავაზა, თუმცა ამაზე უარი განაცხადა. ქალბატონი ამბობს, რომ ყველაფერთან ერთად ჯანმრთელობის მდგომარეობა შერყეული აქვს. ოჯახს საკუთარი სახსრებით სახლის აშენება არ შეუძლია:

„მივედი ინფრასტრუქტურის სამსახურში და ვუთხარი-რა გავაკეთო? ჩვენ არ გვეხება, არაფერ შუაში არ ვართო. ვთხოვე, მოსულიყვნენ და გადაეღოთ სახლი რა მდგომარეობაში იყო. მივიდნენ და კი ხედავთ ფოტოებს. მე თვითონ ჯანმრთელობის მდგომარეობა შერყეული მაქვს. სოციალურს მე და ჩემი მეუღლე ვიღებთ, მაგრამ რაში უნდა მეყოს? მითხრეს გიქირავებთო, მაგრამ არ დავთანხმდი, რა ვიცი რამდენი თვე მომიწევს იქ ცხოვრება.

როგორც ელზა კვაჭანტირაძე აცხადებს, თავშესაფარი არსად არ გააჩნია:

„ვითხოვ თავშესაფარს, რომ მოვკვდე დასასავენებელი ადგილი არ მაქვს. მოგეხმაროს შვილებიო, მაგრამ რა ქნან, როგორ უნდა მომეხმარონ? გოგო გათხოვილია, 7 სულიანი ოჯახი აქვს. ბიჭი მყავს, რომელსაც ასევე ცოლ-შვილი ჰყავს, პატარა 1 თვისაა. სად წავიდე, თავშესაფარი სად ვეძებო ვერ ვხვდები,“ - ამბობს ელზა კვაჭანტირაძე.

როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ მუნიციპალიტეტს ახალი სახლის აშენების პროგრამა არ გააჩნია, გამგებელმა კი 800 ლარის ოდენობის თანხა და საშენი მასალით დახმარება შესთავაზა:

„ეს ქალბატონი გუშინ იმყოფებოდა გამგებელთან მიღებაზე. შესთავაზა 800 ლარი და საშენი მასალა მშენებლობის დასაწყებად. რაც შეეხება ახალ საცხოვრებელს, მუნიციპალიტეტს ამის სახსრები არ გააჩნია.“

მათი თქმით მომავალი წლიდან გამგეობა შენობას გაარემონტებს, სადაც თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახები შეაფარებენ თავს.

რაც შეეხება გამგებელს, მან „გურიის მოამბესთან“ აღნიშნა, რომ კვაჭანტირაძეებს ქირავნობის პროგრამაში ჩართვა შეთავაზა. ურუსაძემ განაცხადა, რომ ოჯახს მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად დაეხმარება, როგორც საამშენებლო მასალით, ასევე ერთჯერადი პროგრამიდან.


თეა იოსელიანი- გურია







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42