„მარტო თაკო ნაცვლიშვილის დედა კი არა, მრავალშვილიანი დედაც გავხდები მალე“ (ფოტოკოლაჟი)
კულტურა - 19:05, 09 Feb, 2016     21338

თაკო ნაცვლიშვილის სახელი ბოლო ერთი წელია აქტიურად ისმის ყველგან. ზუსტად ერთი წლის წინ, იანვრის თქვეში შედგა მისი დებიუტი დიდ პოდიუმზე. მას მერე კი ბევრი რამ მოხდა. 17 წლის ქართველი მოდელი, არმანის სახე გახდა, რაც ყველა მოდელის ოცნებაა. ალბათ ყველასთვის ცნობილია რომ ოჯახში თაკო პირველი ვარსკვლავი არ არის. თაკოს დედა, ნინო ცქიტიშვილი ცნობილი მოდელია, მამა ასევე ყველასთვის კარგად ნაცნობი კალათბურთელი, ვატო ნაცვლიშვილი. რაც შეეხება ბიძას, ნიკა ცქიტიშვილს, მისი სახელი უცხო არავისთვს არ არის. იგი ცნობილი კალათბურთელია, რომელიც უკვე წლებია სხვადასხვა უცხოურ გუნდებში თამაშობს. ოჯახის მთავარ სასიხარულო სიახლეს რაც შეეხება ის არის, მალე კიდევ ერთი ახალი წევრი შეემატებათ. როდის ელოდებიან პატარას და როგორია თაკოს წარმატების ამბები, ამაზე „ნიუპოსტთან“ ნინო ცქიტიშვილმა ექსკლუზიურად ისაუბრა.

- ნინო უკვე ვარსკვლავის დედა ხარ...

- ძალიან მაგარი შეგრძნებაა როცა ამას ვაანალიზებ. ამასაც მოვესწარი, უკვე ნინო ცქიტიშვილი კი არა, თაკო ნაცვლიშვილის დედა ვარ. ვარსკვლავის დედობასაც მოვესწარი. ისე ჩვენს ოჯახში ძალიან ბევრი ვარსკვლავი იბადება, შელოცვილები ვართ მგონი, რა თქმა უნდა, კარგის მხრივ.

- თაკო სად არის ამჟამად?

- თაკო, ორი თვით დაიტოვეს პარიზში. გადაღებებია დაგეგმილი, მერე ამერიკაშიც წაიყვანენ, მერე კი სავარაუდოდ შვილს უკან დამიბრუნებენ.

- სოციალურ ქსელში თაკოს ფოტოები გავრცელდა „არმანიის“ მაღაზიასთან გადაღებული, თავისივე ფოტოების ფონზე. დარწმუნებული ვარ ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა როგორც თაკოსთვის, ასევე შენთვის.

- ნამდვილად საოცარი შეგრძნებაა. ჩვენ თავიდან არ ვიცოდით, რომ თაკო „არმანის“ სახე უნდა გამხდარიყო. გადაუღეს ფოტოები, რომელიც ინტერნეტით უნდა გავრცელებულიყო. შემდეგ ბუქერმა მომწერა „ნექსთიდან“, რომ არმანი იმდენად აღფრთოვანდა თაკოს ფოტოებით, რომ გადაწყვიტა სახედ გამოეყენებინაო. დღეს კი „არმანის“ მთელ ქსელში, რაც კი მაღაზიები აქვს საზღვარგარეთ, მხოლოდ თაკოს ფოტოებია. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ კონტრაქტის პირობებიც შეიცვალა და ხელშეკრულება ხელმეორედ შედგა. ჯერ ისედაც გიჟდებოდა არმანი თაკოზე და ახლა უკვე სახედ რომ აიყვანა წარმომიდგენია რას გრძნობს.

- ძალიან მალე მოხდა ყველაფერი. თვალსა და ხელს შუა თაკო ვარსკვლავი გახდა.

- ძალიან მალე, ზუსტად ერთ წელიწადში. შარშან იანვარში შედგა თაკოს დებიუტი დიდ პოდიუმზე. იმედი მაქვს რაც დრო გავა კიდევ უფრო მეტს მიაღწევს და უფრო განვითარდება.

- თაკო რომ ძალიან მოსწონთ და გიჟდებიან მასზე ვიცი, მაგრამ როცა იგებენ როგორი ლამაზი დედა ჰყავს მას, მაშინ რა ხდება?

- დედას იქ კი იცნობდნენ ადრეც, მაგრამ ახლა რომ შოუებზე შვდივარ, უკვე ყველამ იცის რომ მე თაკოს დედა ვარ. საოცარი შეგრძნებაა. ჯერ ის რომ ამხელა შრომა გიფასდება, შვილი რომ გიფასებს ამ ყველაფერს და გასახელებს, ეს ხომ ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ხანდახან რომ ვუფიქრდები სიზმარში მგონია თავი. მართლა ძალიან მაგარია.

- მართლა ძალიან ბევრი ვარსკვლავია თავმოყრილი თქვენს ოჯახში. არც კი ვიცი საიდან დავიწყო...

- პატარაც ემზადება მოდელობისთვის. არ ვიცი მისი კარიერა რამდენად განვითარდება როგორც თაკოსი, მაგრამ ვნახოთ. ჯერ პატარაა, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

- გამორიცხული არაფერია. როგორც მახსოვს, თაკოს ბავშვობაში საერთოდ არ უნდოდა მოდელობა და სპორტს მისდევდა. თამაშობდა ჩოგბურთს და ალბათ საერთოდ ვერ წარმოიდგენდა, რომ ძალიან მალე სპორტიდან მოდის დიდ სამყაროში გადაინაცვლებდა.

- თაკოს გეგმები რადიკალურად შეიცვალა. რამდენიმე წლის წინ მართლა ვერ წარმოვიდგენდით თუ მისი ცხოვრება ასე განვითარდებოდა.

- რაც შეეხება გუგას, ის მამის და ბიძის კვალს გაჰყვა და კალათბურთს თამაშობს. მართალია ჯერ ისიც პატარაა, მაგრამ როგორია მისი სპორტული პერსპექტივა?

- ვარჯიშობს, შრომობს, ჯერ პატარაა სწავლობს ყველაფერს და ვნახოთ. იმედია გუგაც გაამართლებს ჩვენს იმედებს. ცოტა ზარმაცია და თუ სიზარმაცე არ მოერევა კარგი იქნება.

- სამი შვილის დედა ხარ, მაგრამ ყოველთვის ამბობდი რომ მეოთხე შვილის ყოლაც გინდოდა. ეს თემა თითქოს „მიჩუმებული“ იყო, ახლა კი ყველათვის მოულოდნელად ბომბივით გასკდა. უკვე მეოთხე შვილს ელოდები.

- მეოთხე შვილი მართლა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ უკვე ნამდვილად აღარ მქონდა დაგეგმილი. რადგან ასე მოხდა აუცილებლად გავაჩენ, ამაზე კარგს რას ვიზამ. თან ბავშვებიც ძალიან მთხოვდნენ და... მართლა მოულოდნელად და დაუგეგმავად მოხდა ყველაფერი. ასე რომ ჩვენს ოჯახს აგვისტოში ახალი წევრი ეყოლება.

- სქესი ხომ არ გაგირკვევიათ?

- სქესი ჯერ არ ვიცი.

- ვატო როგორ შეხვდა ამ სიახლეს?

- ამ სიახლით ყველა შოკირებული ვიყავით. რა თქმა უნდა, ვატო ძალიან გახარებულია და ელოდება პატარას. ვატოც აგვისტოშია დაბადებული, ასე რომ გამორიცხული არ არის, რომ მის დაბადების დღეს დაემთხვეს ოჯახის ახალი წევრის დაბადება.

- შენი რეაქცია როგორი იყო, როცა გაიგე რომ ორსულად ხარ?

- ცოტა შემეშინდა, ცოტა დავიბენი, ცოტა გავბრაზდი კიდეც. რომ წარმოვიდგინე ეს პროცესი ამდენი წლის შემდეგ თავიდან უნდა გამევლო ძალიან ვინერვიულე, ერთი ორი დღე ცუდ ხასიათზე ვიყავი. მერე უკვე გამოვედი მდგომარეობიდან და მივხვდი ეს რამხელა ღვთის საჩუქარია, ძალიან მადლიერი და ბედნიერი ვარ და მიხარია.

- მოკლედ, აგვისტოში მრავალშვილიანი დედა ხდები.

- ხო აი ეს სტატუსიც მექნება. მარტო თაკოს დედა კი არა, მრავალშვილიანი დედაც ვიქნები უკვე. ცალკე ნინო ცქიტიშვილი და ასე...

- შენს სააგენტოზეც მითხარი, რა სიახლეებია?

- თავაუწევლად ვმუშაობ. უკვე ძალიან ბევრი გოგო გავუშვი უცხოეთის სხვადასხვა სამოდელო სააგენტოებში. ადრე ვითვლიდი, მაგრამ 30-ის მერე უკვე ამერია. რამდენიმე წელი უცხოეთში ვცხოვრობდით. მთელი იმ პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდი როგორ მუშაობდნენ ამ სფეროში და როგორ ვითარდებოდა მათი ბიზნესი. ამიტომ როცა სააგენტოს ვხსნიდი ჩემი მიზანი თავიდანვე იყო უცხოეთის ბაზარზე მემუშავა და არა ადგილობრივზე. რა თქმა უნდა, აქაც ვმუშაობთ როცა რამე ხდება, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან ისეთ მართლა არაფერი ხდება. ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი ულამაზესი გოგონები უცხოეთში გამეშვა.

მარიკა ხიდურელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42