წილის გაყიდვას არ ვაპირებ - მაკა ასათიანი "მაესტროში" მივიდა
საზოგადოება - 17:24, 09 Feb, 2016     4484
"მაესტროს" 25%-იანი წილის მფლობელი მაკა ასათიანი ტელევიზიაში იმყოფება. როგორც "ნიუპოსტის" კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, ასათიანმა "მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებთან მორიგი განცხადებაბი გააკეთა.

მაკა ასათიანი, ირაკლი რუხაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას წილის გაყიდვასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე არ ადასტურებს.

"წილის გაყიდვას არ ვაპირებ"- თქვა მან.

"მაესტროს" 25 პროცენტიანი წილის მფლობელის განცხადებით, ბოლო წლის განმავლობაში "მაესტროს" წილების შესყიდვასთან დაკავშირებით, ტელეკომპანიას არაერთი შეთავაზება ჰქონდა, თუმცა კონკრეტული გვარები და კომპანიების სახელები, რომლებსაც "მაესტროს" წილების შესყიდვა სურდა, არ ახსოვს.

ჟურბალისტებთან საუბრისას ასათიანმა "მაესტროში" ლევან გაჩეჩილაძის მისვლის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ლევან გაჩეჩილაძეს შენობაში შესვლის პრობლემა არ ექნება, თუმცა როგორც დირექტორი ის შენობაში ვერ მოხვდება.

"გუნდმა პასუხი გასცა ყველაფერს და მე ვარ გუნდის წევრი. მე ვარ იქ, სადაც არის ჩემი გუნდი და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. საშვის დაშვების შემდეგ ყველას აქვს უფლება შენობაში შემოვიდეს. გია გაჩეჩილაძეს, რომელიც დამფუძნებელია, შენობაში მოსვლის უფლება აქვს, ამაში პრობლემა არ შეექმნება არც ლევან გაჩეჩილაძეს" - განაცხადა მაკა ასათიანმა.

რაც შეეხება "მაესტროს" 3 თანამშრომლის განსხვავებულ პოზიციას, ასათიანმა ფაქტს მტკივნეული თემა უწოდა.

" ძალიან განვიცადე, რომ 3 ადამიანი ერთობლიობას დაარღვევდა, ალბათ, ჩემი მხრიდანაც იყო გარკვეული შეცდომები, რადგან მათ გუნდის გაერთიანებაში ეჭვი შეიტანეს"- თქვა მან.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42