დაპირისპირება საჭამიასერში- სოფელი სოცაგენტს 9 წლის ბავშვის დედისთვის წართმევას ედავება
"გურიის მოამბის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერში მცხოვრები ლ.ც ოჯახიდან, ბავშვი სოციალურმა აგენტმა სხვა მიმღებ ოჯახში ისე გადაიყვანა, რომ არც მცირეწლოვანი ბავშვი დ არც ოჯახი ამისთვის მზად არ იყო. მეზობლების განცხადებით, შემთხვევა სოფელ საჭამიასერში იმ დროს მოხდა, როცა სოციალური აგენტი ლ.ც ოჯახში შემოწმებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ბავშვის დედა არაფხიზელ მდგომარეობაში დახვდა. როგორც სოფელში ამბობენ, სოციალურმა აგენტმა ბავშვის ოჯახიდან წაყვანის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ დედის არაფხიზელი მდგომარეობის გამო მიიღო. სოც აგენტმა ბავშვი სასწრაფოდ ჩოხატაურში გადაიყვანა, სადაც ერთ საათში სოფლის მოსახლეობა ჩავიდა, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში, რომ არ გადაზრდილიყო, მუნიციპალიტეტის საპატრულო პოლიციისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ადგილზე გამოძახება გახდა საჭირო. სოფელ საჭამიასერის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, ელზა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოჯახს დახმარება გაუწია და საცხოვრებელ სახლში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. რწმუნებულის თქმით, ბავშვის დედა ბოლო პერიოდში ფაქტიურად აღარ სვამდა და ბავშვზე ძალადობის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
„მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რთული სიტუაცია იყო, მთელი სოფელი ფეხზე დადგა, რომ ბავშვი ოჯახში დაებრუნებინათ. ეს ქალბატონი ადრე სვამდა, თუმცა ახლა დალევისაგან თავი შეიკავა და შეიძლება თვეში ერთხელ დალიოს, თუმცა ის ბავშვზე არ ძალადობს. პირიქით, ის მზრუნველობას იჩენს ბავშვზე, თავის შვილზე. ის თუ თვეში ეთხელ სვამს, ეს არ ნიშნავს, რომ დედა ბავშს არ უვლის და მასზე ძალადობს. ვადასტურებ, რომ მაგ ოჯახს სახლში არ ქონდა ნორმალური საცხოვრებელი პირობები, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ დახმარება გავუწიეთ და მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ჩემთვის გაურკვეველია, ფსიქოლოგიურად იყო თუ არა მზად ბავშვი იმისათვის, რომ ის საცხოვრებლად სხვა ოჯახში წაეყვანათ. ბავშვი ძალიან ანერვიულებული იყო და შეშინებული. ჩვენი მოთხოვნა ისიც იყო, რომ თუ აუცილებელი გახდებოდა ბავშვის სხვა ოჯახში გადაყვანა, ეს ჩვენს სოფელში მომხდარიყო და არა დაბა ჩოხატაურში.“ - აცხადებს სოფელ საჭამიასერის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, ელზა ზაქარეიშვილი.
„მე ვიცი, ის რომ სოფელს ჰქონდა მოთხოვნა ბავშვი მიმღებ ოჯახში საჭამიასერში გადაეყვანათ, ისინი აპროტესტებდნენ დაბაში წამოყვანას, სხვა დეტალები არ ვიცი სოცილურ სამსახურს მიმართეთ.“- განაცხადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ირაკლი კუჭავამ.
როგორც, „გურიის მოამბეს“ საჭამიასერის სკოლის დირექტორმა მზია ქორიძემ განაცხადა, ბავშვი სკოლაში მოწესრიგებული დადოდა და ის წარჩინებული მოსწავლე იყო. ქორიძის განცხადებით, ბავშვის მიმართ დედა ყოველთვის მზრუნველობას იჩენდა და აღსაზრდელად სხვა ოჯახში გადაყვანის აუცილებლობას ვერ ხედავდა. სოფლის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ არასოდეს ყოფილა შემთხვევა, როცა დედას ბავშვზე ეძალადოს. „ეს ბავშვი არის მოთხე კლასის სანიმუშო და წარჩინებული მოსწავლე. რომელიც სკოლაში მუდამ მოწესრიგებული მოდის და ვერავინ იტყვის, რომ დედამ მასზე იძალადა. ჩვენ როდესაც დავინტერესდით, რის საფუძველზე გადაწყვიტა სოციალურმა აგენტმა, ბავშვი საცხოვრებლად სხვა ოჯახში გადაეყვანათ, ისე რომ ბავშვი ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ იყო, გვიპასუხეს რომ საქმის მოკვლევა ბავშვის მამის განცხადების საფუძველზე დაიწყეს, რომელიც მათთან ერთად არ ცხოვრობს. ჩვენ არ გვინახავს დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ბუნებვრივია, არ ვიცით მიმართა, თუ არა უწყებას მამამ. ჩვენ ვიცით ის, რომ არცერთეხელ არ ყოფილა შემთხვევა ბავშს რაიმე სახის პრობლემა შექნოდა, პირიქით, დედა მის მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა ყოველთვის. სწორედ ამიტომ, დადგა მთელი სოფელი ფეხზე და წამოვიყვანეთ ბავშვი სახლში. ამ ეტაპზე ანუ დროებით ბავშვი ჯიხაიშის სპეციალურ სკოლაშია გადაყვანილი.“ - განუცხადა „გურიის მოამბეს“ საჭამიასერის საჯარო სკოლის დირექტორმაა, მზია ქორიძემ. რაც შეეხება ჩოხატაურის სოციალური მომსახურები სააგენტოს სოციალურ მუშაკს, ნესტან თოლორდავას, რომელსაც სოფელი ბავშვის მიმღებ ოჯახში გადაყვანის გამო დაუპირისპირდა „გურიის მოამბე“ დაუკავშირდა და კომენტარის გაკეთება სთხოვა, თუ რამდენად საფუძვლიანად ხდებოდა ბოლო თვეების განმავლობაში ბავშვისა და დედის ურთიერთობაზე დაკვირვება და რა ითვლება ოჯახში არსებულ უკიდურეს მდგომარეობად, რა შემთხვევაშიც აუცილებელია ბავშვი ბიოლოგიურ დედას მოაშორონ და მიმღებ ოჯახში გადაიყვანონ. სააგენტოში ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება დღეს არ ისურვეს და განაცხადეს, რომ ოფიციალურ პასუხს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ხვალისთვის გაავრცელებენ. ოზურგეთში ბავშვთა უფლებების თემაზე მომუშავე სპეციალისტების განცხადებით, ბავშვის გაყვანა ოჯახიდან სოცაგენტს სკოლის დირექტორთან, სოფლის რწმუნებულთან და მეზობლებთან შეთანხმების საფუძველზე უნდა მოეხდინა და მას, ამ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება არ ჰქონდა. აცხადებენ იმასაც, რომ უფრო კონკრეტულ შეფასებას ოჯახის სიტუაციის შესწავლის შემდეგ გააკეთებენ: "უნდა შექმნილიყო სპეციალური კომისია სადაც მოხდებოდა ამ ყველაფრის განხილვა, სწორად გაანალიზება და უმრავლესობის თანხმობით მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღება. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რაც მცირეწლოვან ბავშვს ეხება და ერთი შეცდომაც კი, შეიძლება გამოუსწორებელი შედეგის მომცემი გახდეს. ბავშვის ბიოლოგიურ დედასთან დაშორება, თუ ოჯახში მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, უნდა იყოს გამორიცხული. აქ უამრავი დეტალი და გარემოება სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს".
ის, რომ სოციალური სააგენტოს წარმომადგენლებს, კონსულტაციები არ გაუვლია სკოლის დირექტორთან, ამას ქალბატონი მზია ქორიძე ადასტურებს: "ჩემთან ამ საკითხზე სოციალურ აგენტს არ უსაუბრია და ბავშვის ოჯახდან გაყვანის შესახებ, მას სოფლის რწმუნებულმა აცნობა.
თეა იოსელიანი- გურია
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა