თბილისის შემოგარენში პირუტყვის ჭირი დაფიქსირდა- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი ღონისძიებები დაიწყო
საზოგადოება - 14:48, 09 Feb, 2016     1854
წვრილფეხა პირუტყვის (ცხვარი, თხა) ჭირის დაავადების გამოვლენისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება დაიწყო.

დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 მლნ დოზა მაღალი ხარისხის ვაქცინა შეისყიდა. წვრილფეხა პირუტყვის მასიური ვაქცინაცია და სერომონიტორინგი(სისხლის ნიმუშების აღება), მიმდინარე კვირიდან დაიწყება. ჯამში 800 ათასი სული წვრილფეხა პირუტყვის აცრაა დაგეგმილი.

დაცემული პირუტყვის ვეტერინარული წესების სრული დაცვით განადგურების შემდეგ, ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება. დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისა და დაავადების გავრცელებისპრევენციის მიზნით, საქართველოში იმყოფებიან ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის (OIE) ექსპერტები, რომლებიც ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ.

2016 წლის იანვარში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის შემოგარენში არსებული ფერმიდან მიიღო შეტყობინება პირუტყვის დაავადების და დაცემის შესახებ. სააგენტოს ვეტერინარების მიერ მოხდანიმუშების აღება. პირველადი დიაგნოზით სპეციალისტებმა ეჭვი ცხვრის კატარალურ ცხელებაზე (ბლუტანგი) მიიტანეს. ზუსტი დიაგნოსტირების მიზნით, ნიმუშები დიდ ბრიტანეთში არსებულსაერთაშორისო რეფერალურ ლაბორატორიაში გადაიგზავნა. გამოკვლევის შედეგებით ცხვრის კატარალური ცხელება არ დადასტურდა. დამატებითი კვლევებით წვრილფეხა პირუტყვის დაავადება -ჭირი დადგინდა. აღნიშნული დაავადება მეზობელ ქვეყნებში-თურქეთსა და ირანშიც ფიქსირდება. წვრილფეხა პირუტყვის ჭირი ვირუსული დაავდებაა, რომელსაც ახასიათებს სწრაფი გავრცელება არავაქცინირებულ ცხოველებში (ცხვარი, თხა). სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა მეპატრონეებს მოუწოდებს ითანამშრომლონ სააგენტოს წარმომადგენლებთან, რათა დროულად დაეფექტიანად განხორციელდეს შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42