კომპანია "თელასის" ცნობით სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 9 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, გამრეკელის შესახვევის, მიცკეციჩის და კუტუზოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის შესახვევის, ბესიკის შესახვევის, მოსიძის, კრავეიშვილის და ჩიტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






