შეხვედრისას ფონდის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს. იმ ორგანიზაციებსა და პირებს, რომლებმაც ბოლო წლებში ქმედითი და ფინანსური წვლილი შეიტანეს ფონდის საქმიანობაში, მადლობის სიგელები გადაეცათ. მათ შორის მადლობის სიგელით თბილისის მერი დავით ნარმანია დაჯილდოვდა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, საპატრიარქოს ფონდი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს აფინანსებს, რაც ქართულ კულტურასთან, ხელოვნებასთან,ეროვნული საგანძურის გადარჩენასთან და მის შემდგომ განვითარებასთანაა დაკავშირებული.
„არის რიგი პროექტებისა, სადაც ჩვენ ფონდთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო პროექტი „აღდგომიდან ამაღლებამდე“, სადაც თბილისის მერია აქტიურად არის ჩართული. მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც ვაგრძელებთ, რათა ბევრი საინტერესო პროექტი და პროგრამა, რაც ჩვენს ქალაქთან, მისი კულტურის გადარჩენასთან და მის შემდგომ განვითარებასთან არის დაკავშირებული, ხელი შევუწყოთ და დავუტოვოთ ის ჩვენს მომავალ თაობას“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






