”წარმოუდგენლად მიმაჩნია კახიძის ცენტრში მემანიშვილი–რაჭველის დირიჟორის ამპლუაში გამოჩენა. ეს იქნებოდა ცენტრის შემოქმედებითი დონის გაუფასურება და უფრო მეტიც, ჯანსუღ კახიძის ხსოვნის შეურაცხყოფა," - აღნიშნულია წერილში.
საკუთარ პოზიციას ვახტანგ კახიძე დღემდე არ ცვლის და კურიერთან ღიად აცხადებს, რომ მისი გადასაწყვეტია ვინ დაუკრავს ჯანსუღ კახიძის სახელობის დარბაზში.
„მე ვარ ამ ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და ამიტომ მე გადავწყვიტავ როგორ უნდა მიმდინარეობდეს შემოქმედებითი პროცესი აქ, სანამ აქ ვარ,“ - აცხადებს ვახტანგ კახიძე.
ასეთი პოზიცია მიუღებელია ნიკა რაჭველისთვის, რომელიც ხშირად შექმნილ უხერხულ სიტუაციებზე საუბრობს.
საზოგადოებაში აზრი ორად არის გაყოფილი, ნაწილი მიიჩნევს, რომ ყველას უნდა ჰქონდეს სიმფონიური მუსიკის ცენტრში დაკვრის უფლება, ნაწილი კი ამბობს, რომ ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრი მის შვილს 50 წლიანი იჯარით აქვს გადაცემული და მას კანონმდებლობით აქვს უფლება ვინც უნდა ის შეუშვას, ან არ შეუშვას სიმფონიურ მუსიკის ცენტრში.
წყარო: რუსთავი 2
მასალის გამოყენების პირობები