აეროპორტის ასაფრენ - დასაფრენი ზოლის პერიოდული დაკეტვის შესახებ „ტავ ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 17:57, 08 Feb, 2016     1359
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის რეისების გაუქმებასთან დაკავშირებით გავრცელებუ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ეხმაურება. კომპანიის განცხადებით დღის რეისები არ უქმდება, არამედ ასაფრენ - დასაფრენი ზოლის დღის გარკვეულ პერიოდში, მხოლოდ რამდენიმე საათით, სარემონოტო სამუშაოების წარმოებისთვის იკეტება. „ტავ ჯორჯიას განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"გუშინ, 7 თებერვალს, ქართულ მედია სივრცეში გაჟღერებული ინფორმაცია „თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის რეისების გაუქმების“ შესახებ არ შეესაბამება არსებულ რეალობას. „ტავ ჯორჯიასა“ და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული განახლებული ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას მოიცავს. სწორედ ამიტომ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სამუშაოები 2016 წლის მარტიდან დაიწყება, რაც თავის მხრივ გულისხმობს, ასაფრენ - დასაფრენი ზოლის დღის გარკვეულ პერიოდში, მხოლოდ რამდენიმე საათით, სარემონოტო სამუშაოების წარმოებისთვის დაკეტვას (1 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით 09:30 – 15:00; ხოლო 27 მარტიდან 1 ივლისამდე 10:00 – 20:00).

აღნიშნულ პროექტზე მუშაობა თითქმის ორი წელია მიმდინარეობს და წინასწარ დამუშავებული და გაწერილია ყველა სამუშაო პროცედურა თუ დეტალი. გრაფიკი მაქსიმალურად ითვალისწინებს თითოეული ავიაკომპანიის ინტერესს. ხოლო ყველა ის რეისი, რომელიც ამ პერიოდში იყო დაგეგმილი, არ გაუქმდება, არამედ, ფრენები განხორციელდება დროებით შეცვლილი გრაფიკის მიხედვით. ასაფრენ -დასაფრენ ზოლზე ჩასატარებელი სამუშაოების თითოეული ეტაპის დაგეგმვა ხორციელდება ფრენების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების და მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს როგორც აეროპორტისთვის, ასევე, რა თქმა უნდა, ავიაკომპანიებისთვის. დაგეგმილი სამუშაოების განხორციელების შედეგად კიდევ უფრო მეტი კომფორტი შეექმნებათ როგორც ავიაკომპანიებს, ასევე მგზავრებს, რამდენადაც ისარგებლებენ აეროპორტის განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

განსახორციელებელი პროექტის თითოეული დეტალი, დამპროექტებელი და სამუშაოების შემსრულებელი კომპანია, შეთანხმებულია სახელმწიფოსთან.

ასაფრენ ბილიკის რეაბილიტაციის პროექტის, დაგეგმარება და უსაფრთხოების ნორმები შესრულებულია ფრანგული კომპანია „adpi” - ის მიერ და შეთანხმებულია ასევე საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია “IATA” - სთან.

აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მხოლოდ ერთი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ემსახურება, რომლის რეაბილიტაციაც შეუძლებელია გარკვეული შეზღუდვების გარეშე. მსგავსი პრაქტიკა წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს ყველა იმ აეროპორტში სადაც, მხოლოდ ერთი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ფუნქციონირებს."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42