რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, 9 თებერვალს გამოიდარებს. "დღეს წვიმა და ქარია მოსალოდნელი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, მთაში და მაღალმთიან რაიონებში ითოვებს, ზოგან ქარბუქიც არის მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ კიდევ უფრო დაიწევს ტემპერატურა და ცივი ამინდები შენაჩუნდება. მაქსიმალური ტემპერატურა იქნება 3-8 გრადუსის ფარგლებში. 9 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს", - განაცხადა ნიორაძემ.
8 თებერვალს საქართველოში შენარჩუნდება ცივი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა იქნება +2, +7 გრადუსი.
9-11 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს +11, +16 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე თოვლი. ღამის მინიმალური ტემპერატურა დაიკლებს -1, -6 გრადუსამდე, დღისითაც შენარჩუნდება ცივი ამინდი. (+1, +6 გრადუსი).
12 თებერვალს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს.
13–14 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
მასალის გამოყენების პირობები






