ჟურნალისტი წერს, რომ "სუსი" მასზე კომპრომატების შეგროვებას ცდილობს.
"ერთი საათის წინ დატოვა "ქრონიკა+"-ის ოფისი სამხედრო პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა . ეს მისი მესამე ვიზიტია. პირველი ვიზიტისას უკვე ვიცოდი , რომ კამერამიმაგრებული მოვიდა. რამდენიმე საინტერესო დეტალი :
მან მითხრა, რომ 2013 წელს ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე და ამჟამად, ოდესის პოლიციის უფროსი ჩემზე თხოვდა კომპრომატებს.
მან ასევე მითხრა, რომ სამი თვის წინ სუსის ორი მაღალჩინოსანი ასევე თხოვდა ჩემზე კომპრომატების შეგროვებას.
მან ასევე მითხრა, რომ მისი სამხედრო პოლიციაში მუშაობის დროს ჩემმა შვილის ნათლიამ, პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა შოთა სანდუხაძემ ჩემთვის გადმოსაცემად ფული წამოიღო და მიუტანა რაღაც ხელმოწერილი დოკუმენტი.
ნახსენებია "ქართული ოცნების"ერთი წარმომადგენლის რომან კუსიანის გვარიც.
ჩვენი შეხვედრის აუდიოჩანაწერი სხვა საინტერესო დეტალებით გამოქვეყნდება სამშაბათს.
წვალობენ ბიჭები, კომპრომატების შექმნა უნდათ.
სუსი-გამარკვიეთ რა რა გინდათ. მართალია, იზორიას დაბადების დღეზე ქეიფობთ, მაგრამ მაინც...ვინ წერს ამ უნიჭო სცენარს ?! ვეღარ გაიგეთ,რომ ელისო თქვენზე ჭკვიანია?! "- დაწერა კილაძემ გუშინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
ფოტო გამოქვეყნებულია ელისო კილაძის მიერ მისივე ფეისბუქის პირად გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






