ბიანკა შიგუროვას ლანჩხუთში დღეს გადაასვენებენ - მივა თუ არა გასვენებაში მისი დედა?
საზოგადოება - 10:44, 05 Feb, 2016     21572
22 წლის ტრანსგენდერ ქალს- ბიანკა შიგუროვას თბილისიდან ლანჩხუთში დღეს გადაასვენებენ.

როგორც სოფელ ორმეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თემურ მარშანიშვილმა "ნიუპოსტის" ადგილობრივ კორესპოდენტს უთხრა, გარდაცვლილ შიგუროვას ცხედარს ორმეთში დაახლოებით 3 საათისთვის გადმოასვენებენ.

"მანქანა უკვე გაგზავნილი გვყავს თბილისში და რამდენიმე საათში გადმოასვენებენ. გუშინ გვიან ღამემდე ვიყავი მეც და პოლიციაც გარდაცვლილის სახლში. ხალხიც ბევრი იყო. ადრე, იყო რაღაც პრობლემები, მოგეხსენებათ სოფლის ახალგაზრდობის დამოკიდებულება მსგავსი საკითხების მიმართ, მაგრამ ახლა ყველას ეცოდება"- თქვა მან.

შიგუროვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმეთში დაიბადა, სოფლიდან წასვლამდე ის ბებიასთან ერთად ცხოვრობდა.

სოფელ ორმეთში, ბიანკას სახლში ახლა მოხუცი ბებია, მისი და და მამა ცხოვრობს.

რაც შეეხება ბიანკას დედას, მას შვილთან ურთიერთობა გაწყვეტილი ჰქონდა. ქალბატონი ურეკში ცხოვრობს.

ბიანკა შიგუროვა გარდაცვლილი ნაქირავებ ბინაში იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, 3-4 დღის წინ დაიღუპა. თუმცა, მისი ცხედარი გუშინ ნახეს.

წინასწარი ინფორმაციით, ბიანკა გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპა. 22 წლის ტრანსგენდერი ქალი ბიანკა შიგუროვა ლანჩხუთში დაიბადა.

მომხდარ ფაქტს შს სამინისტროში ადასტურებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42