"გოგი თოფაძე როგორც პოლიტიკოსი გარდაცვლილია" - პროტესტი პარლამენტარს
საზოგადოება - 17:04, 04 Feb, 2016     1659
საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, გოგი თოფაძის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების საპასუხოდ დღეს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები პოლიტიკოსისაგან ბოდიში მოხდას არ ითხოვენ, მათი მოთხოვნა თოფაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ.

„ მე ვარ 5 წლის ბარბარეს დედა, რომელსაც აქვს დაუნის სინდრომი. გოგი თოფაძის მიერ გაკეთებული განცხადება არის უპასუხისმგბლო პოლიტიკოსის განცხადება, რომელმაც დააკნინა ჩვენი შვილების რეპუტაცია, ” – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “მზის შვილების” წარომადგენელი ნინო ომნაძე.

უფლებათადამცველი ანა აბაშიძე ამბობს, რომ გოგი თოფაძე როგორც პოლიტიკოსი უკვე გარდაცვლილია : „პოლიტიკოსი, რომელიც შეურაცხყოფს ერთ ადმაიანს მაინც ამ ქვყანაში, ის შეურაცხყოფს ყველა ამომრჩეველს.”

ანა აბაშიძის ინფორმაციით, მემორანდუმზე მუშაობენ, რომელის თანახმადაც პოლიტიკური ფიგურები ვალდებული იქნებიან თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის განცხადებებისაგან.

მისი განცხადებით კარგია, რომ გოგი თოფაძემ ბოდიში მოიხადა, მაგრამ მხოლოდ ეს არაა საკმარისი და ბოდიში სხვა პოლიტიკურმა ფიგურებმა უნდა მოიხადონ.

„ თოფაძის გამოსვლაზე ბოდიშს არ უნდა იხდიდეს მარტო იგი, ეგაა მთავარი. სადაა პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც იქვე იჯდა და არ შეაჩერა ან იქვე არ გააკეთა კომენტარი ამ უმსგავსობაზე. ყველა პოლიტიკურმა ფიგურამ მინისტრები იქნებიან ეს თუ პრემიერ-მინისტრი უნდა მოიხადონ ბოდიში", - ამბობს ანა აბაშიძე.

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან გუშინ განუცხადა, რომ მან „ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა“.

დიდი სკანდალის შემდეგ დღეს თოფაძემ წერილობითი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი სიტყვები არასწორად იყო აღქმული.

დეპუტატმა ბოდიშიც მოიხადა, თუმცა იგივეს გაკეთება პრეზიდენტსაც მოუწოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42