ძმებ გაჩეჩილაძეებს "მაესტროს" შენობაში შესვლა აეკრძალათ. შესაბამისი გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილმა დირექტორმა ბაია გაბადაძემ მიიღო.
გადაბაძის განცხადებით, "მაესტროს" შენობა მაკა ასათიანს ეკუთვნის.
"იქ ვერავინ შევა, რადგან შენობა მაკა ასათიანს ეკუთვნის"- თქვა დირექტორის პოსტიდან გათავსუფლებულმა გადაბაძემ.
მისი თქმით "მაესტრო" არც ერთ შემთხვევაში არ შეწყვეტს მაუწყებლობას. გადაბაძემ ტელევიზიის ჟურნალისტებს განცხადების დაწერა სთხოვა.
"თუ ეს უკანონო გადაწყვეტილება შესრულდა მე ჟურნალისტებს მოუწოდებ დაწერონ განცხადება და გამოვიდნენ იმ შენობაში რომელიც მაკა ასათიანს ეკუთვვნის, ტექნიკაც ასათიანის საკუთრებაა. ჩვენ მაუწყებლობას არ შევწყვეტთ, არსებობს მეორე გეგმა, ეს შენობა და აპარატურა შპს "მაესტროს" არ ეკუთვნის, რისი 55 % - ის მფლობელი გია გაჩეჩილაძეა"- აღნიშნა ბაია გადაბაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






