სესხის უზრუნველყოფის მიზნით, გირავნობის უფლებით შესაძლებელია დაიტვირთოს ავტოსატრანსპორტო საშუალება. მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ ვალდებულების დარღვევისას გირავნობის მოწმობის გაცემაზე. ასეთ შემთხვევაში საჭიროა, რომ გირავნობის უფლება დარეგისტრირდეს შსს-ს მომსახურების სააგენტოში.
გირავნობის მოწმობა არის დოკუმენტი, რომლის აღსასრულებლად წარდგენა შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ამ დოკუმენტის გაცემა ხდება შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ.
გირავნობის მოწმობის აღსასრულებლად მხარემ უნდა წარმოადგინოს:
გირავნობის მოწმობა;
კომპეტენტური ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ქონების შეფასების დასკვნა;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
გირავნობის მოწმობის აღსრულება შესაძლებელია მოითხოვოს ასევე კრედიტორის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა. ასეთ შემთხვევაში, ჩამოთვლილ დოკუმენტაციას ემატება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
გირავნობის მოწმობის აღსრულების საფასური შეადგენს ქონების შეფასების 1%-ს, არანაკლებ 100 ლარისა, რომელსაც იხდის კრედიტორი სააღსრულებო ფურცლის შემოტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
მასალის გამოყენების პირობები






