თიანეთის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა
საზოგადოება - 14:41, 04 Feb, 2016     605
სს ენერგო-პრო ჯორჯიამ მთლიანად დაასრულა თიანეთის რაიონის სოფლების გამრიცხველიანება. ევროპული სტანდარტების ინდივიდუალური მრიცხველები საერთო ჯამში დაუმონტაჟდა 6358 აბონენტს, 51 სოფელში. თიანეთში გამრიცხველიანების პროექტის განხორციელების მიზნით, სს ენერგო-პრო ჯორჯიამ განახორციელა 2 225 300 ლარის ინვესტიცია.

აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟს, ის მოიცავს ქსელის რეაბილიტაციასაც; შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში თიანეთში ძველი ამორტიზირებული დგარები შეიცვალა 2000-მდე რკინა-ბეტონის საყრდენით, დაზიანებული საკაბელო სისტემა შეიცვალა ახალი 225 067 მ სიგრძის თანამედროვე კაბელით და ა.შ. ქსელის რეაბილიტაციის შედეგად, აღნიშნულ რეგიონში მოეწყო საიმედო ქსელის ინფრასტრუქტურა, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს და მას უფრო სტაბილურს გახდის.

თიანეთთან ერთად, უკვე მთლიანად დასრულებულია ლანჩხუთის, აბაშის, სენაკის, წალენჯიხის, ბაღდათის, ასპინძის, ახალციხის, ბორჯომის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონების სოფლების გამრიცხველიანება; აგრეთვე, საქართველოს რეგიონებში დასრულებულია ყველა ქალაქის გამრიცხველიანებაც.

„რეგიონების ინდივიდუალური გამრიცხველიანება გრძელდება. ის ჩვენი კომპანიისთვის ერთერთი პრიორიტეტული პროექტია. ტექნიკური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს სამუშაოები წარმართოს ეფექტურად, რაც გვეხმარება აბონენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. გამრიცხველიანების უმნიშვნელოვანესი პროცესის მთლიანად დასრულების შემდეგ, კომპანიის ტექნიკური სამსახური დაიწყებს საშუალო და მაღალი ძაბვის ქსელის რეაბილიტაციას.“ – განაცხადა სს ენერგო–პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42