აბაშიძე მერიის გადაწყვეტილებით ორჯერ გაათავისუფლეს. პირველად ის თანამდებობიდან გასულ წელს გათავისუფლდა. აბაშიძემ დავა სასამართლოს გზით გააგრძელა. ის ერთხელ ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღდგენილ იქნა თანამდებობაზე, თუმცა რამდენიმე დღეში ისევ დაიწერა ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ.
მურთაზ აბაშიძე ამბობს, რომ ის ახლა პროკურატურის გადაწყვეტილებას დაელოდება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მის მიერ შეტანილი განცხადების საპასუხოდ: "როდესაც მე ოზურგეთის სასამართლომ გასულ წელს გამამართლა და აღმადგინა თანამდებობაზე, ქალაქის მერმა ერთი დღით აღმადგინა და მეორე დღეს ისევ გამათავისუფლა, ანუ, მაშინ უკვე მეორედ. პირველი განცხადება ჩემს გათავისუფლებაზე 2014 წლის აგვისტოს თვეში ისე დაიწერა, მე არაფერი ვიცოდი, დაახლოებით ერთი თვე და ვაგრძელებდი მუშაობას. პროკურატურას მივმართე იმ მოტივით, რომ ქალაქის მერის მხრიდან ეს უკვე დაემსგავსა ჩემს პიროვნულ დევნას, რაშიც იკვეთებოდა ერთგვარი დანაშაული. პროკურატურაში განმიცხადეს, რომ დაელოდებოდნენ უზენაესის გადაწყვეტილებას და შემდეგ მიიღებდნენ შესაბამის ზომებს. ველოდები, რა მოხდება"- აცხადებს აბაშიძე.
ოზურგეთის მერის განცხადებით ქალაქის მერია კომენტარს უზენაესი სასამრთლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ გააკეთებს.
სტადიონის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ის სამსახურში დაბრუნდება.
მასალის გამოყენების პირობები






