აღნიშნული კანონი შეზღუდავს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას- ქართველ მუსლიმთა კავშირი
საზოგადოება - 12:28, 03 Feb, 2016     1113

სოსო ჯაჭვლიანის მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი ქმედება ხდება, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე საფრთხის შემცველად მიიჩნევს. ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

რელიგიური ორგანიზაცია ქართველ მუსლიმთა კავშირი ვეხმაურებით რა, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატანი ცვლილებების კანონპროექტს, რომლის თანახმად, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა და რელიგიური სიწმინდეებისა და საკულტო ნაგებობების წაბილწვა გამოიწვევს დაჯარიმებას.

ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ რელიგიის თავისუფლების დაცვას, რაც ამავდროულად გულისხმობს, როგორც გამოხატვის თავისუფლების, ასევე რელიგიის თავისუფლების დაცვას, იმგვარად, რომ ერთი მეორესთან არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში.

ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, სიძულვილის გამოხატვას; ჩვენ ვგმობთ დაპირისპირებასა და განხეთქილების ჩამოგდების მცდელობებს სხვადასხვა იდენტობის ჯგუფებსა და ადამიანებს შორის, მით უფრო, რომ წლების განმავლობაში, ხშირად გავმხდარვართ შეუწყნარებელი და დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი. მაშინ, როდესაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვან შრეზეა პრობლემა, როდესაც დაუსჯელია დისკრიმინაციის, რელიგიის ნიადაგზე დევნის, რიტუალების აღსრულებისთვის ხელის შეშლის, (ნიგვზიანი, წინწყარო, ქობულეთი და სხვა) მრავალი შემთხვევა და როდესაც ამ ტიპის დანაშაულზე რეაგირების კუთხით სახელმწიფო მეტად პასიურ პოზიციას იკავებს, ხსენებული კანონპროექტი ჩვენში არაერთ შეკითხვას ბადებს. ამრიგად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევა შეზღუდავს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას და უფრო მეტიც, საშიშია არ იქცეს იმ უმრავლესობის მთავარ ბერკეტად, რომლებიც ხშირად გვევლინებიან უფლებების უხეშ დამრღვევებად.

ტარიელ ნაკაიძე
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42