სოფელ დიღომში ელექტროქსელების ტექნიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა
საზოგადოება - 11:33, 03 Feb, 2016     1166
საბურთალოს რაიონის შემოერთებული ტერიტორიების ენერგოპროვაიდერმა კომპანია სს„ენერგოპრო ჯორჯიამ“ თბილისის ამ ნაწილში ელექტროქსელებზე მასშტაბური ტექნიკური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარა, რომლის შედეგადაც აბონენტთა ელექტრომომარაგების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ინფორმაცია ამ დროისათვის არსებულ ვითარებაზე ადგილობრივებს სოფელ დიღმის საინიციატივო ჯგუფისა და საბურთალოს რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის ტრადიციულ შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენელმა ლევან გველესიანმა მიაწოდა. მისი თქმით, გეგმიური სამუშაოების პარალელურად, სარეაბილიტაციო-ტექნიკური ღონისძიებები დაიგეგმა და განხორციელდა ასევე იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც კომპანიამ საინიციატივო ჯგუფის წინა შეხვედრებზე მიიღო.

კომპანია „ენერგოპროს“ ინფორმაციით, სოფელ დიღომში 2015 წლის ნოემბრიდან კომპანიამ დაიწყო ქსელის სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება. 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში განხორციელდა რიგი სამუშაოებისა, რომლებიც მიზნად ისახავდა ქსელის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. კერძოდ, ქვესადგურ „დიღომი 1“-დან სოფელი დიღმის ეკლესიამდე გაუქმდა 17 საყრდენზე გამავალ საჰაერო ელექტრო გადამცემ ხაზზე არსებული მეორე ჯაჭვი, განხორციელდა მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზების დაცვის ზონაში ხე-მცენარეების გაჩეხვა, სოფელი დიღმის ცენტრში, მოსახლეობის მიერ დაზიანებული კარადები შეიცვალა 25 ახალი ორ და სამ მრიცხველიანი კარადებით; გარდა ამისა, გარემონტდა და დაიკეტა 200 დაზიანებული 1-2-3 მრიცხველიანი კარადა და 9 მრავალმრიცხველიანი კარადა.

კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა განახორციელა 138 საყრდენზე დამონტაჟებული ვაკუუმური ამომრთველის დემონტაჟი; რომელიც აგრეთვე შეკეთდა და გადმოტანილ იქნა სოფელ დიღმის ბოლოს, 90 საყრდენზე. ამასთანავე, 95 საყრდენზე დამონტაჟდა ახალი სახაზო გამთიშველი, რამაც გაზარდა გადამცემი ხაზის საიმედოობა და შეამცირა ფიდერის ავარიული გათიშვები. პარალელურად, მოხდა სატრანსფორმატორო პუნქტი №601-750-ს დემონტაჟი და მისი გადატანა 131/31/1/9 საყრდენზე, რის შემდგომაც ასევე გაუქმდა ფიდერზე ყველაზე ავარიული მონაკვეთი - ტრანსფორმატორის მკვებავი ხაზი, რომელიც გადადიოდა ხევზე (100-130 მეტრიანი მონაკვეთი).

რაც შეეხება სოფელ დიდგორს, დიდგორის მიმართულებაზე არსებულ 6 კვ-ის საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზების საყრდენებს შუალედურად დაემატა 26 რკინა-ბეტონის დგარი, რითაც საგრძნობლად გაიზარდა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების საიმედოობა. აღნიშნული სამუშაოების გარდა, ასევე დაგეგმილია დამატებით 10 მაღალი ძაბვის საყრდენის დამატება.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, 2016 წლის იანვრის თვეში ფიდერები ავარიულად არ გამორთულა. მიუხედავად ამისა, შეიქმნა სამორიგეო ბრიგადები დაზიანების შემთხვევაში უფრო ეფექტური და ოპერატიული რეაგირებისთვის. ამასთან, დიღმის უბნის ოფისი დიღმის მასივიდან გადმოტანილ იქნა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს მირიანის ქ. 56-ში.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ 2016 წელს განაგრძობს სოფელ დიღომში ქსელის რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც იგეგმება შემდეგი სამუშაოების განხორციელება: მოხდება 6/0,4 კვ ქსელის სრული რეაბილიტაცია; დაგეგმილია ქვესადგურ დიღომი 2-დან ახალი საფიდერო საკაბელო, ელექტრო გადამცემი ხაზების მშენებლობა, რომელიც დასრულდება 2016 წელს (ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები); გარდა ამისა, 29 იანვარს სოფელ დიღმის ცენტრში ამორტიზებული ტრანსფორმატორი შეიცვალა და მის ნაცვლად დაიდგა ახალი 630კვ სიმძლავრის ტრანსფორმატორი.

რაც შეეხება სოფელ ძველ ვეძისს, აღნიშნული მიმართულებაზე უნდა დამონტაჟდეს სახაზო გამთიშველი. მომსახურების ცენტრს უკვე მიღებული აქვს პროექტი და სამუშაოების შესრულება დაიგეგმება უახლოეს პერიოდში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42