საბჭოთა ხანის კოლექტიური ჩაქოლვის კრება თუ დემოკრატიული მოსამართლეთა საკრებულო?
საზოგადოება - 21:13, 02 Feb, 2016     1510
გუშიდელი მოსამართელთა კონფერენცია საბჭოთა ხანის კოლექტიური ჩაქოლვის კრებებს უფრო ჰგავდა ვიდრე დემოკრატიული საზოგადოების მოსამართლეთა საკრებულოს. ეს რა ვნახე?!

იმ დროს იყო ასეთი საზოგადოებრივი გაკიცხვის ფორმა - ამხანაგური სასამართლო, ერთგვარი კოლექტიური ლინჩი კომუნიზმის მშენებლების აღსაზრდელად. ,,დიადი იდეალებისაგან“ გადახრილს შრომითი კოლექტივები სამარცხვინო ბოძზე გულმოდგინედ აკრავდნენ. ვერაფრით დაიცავდა კაცი თავს ამ სახალხო დამუნათებისაგან. დირექტივა ზემოდან მოდიოდა და თავგამოდებული ბრბო საგულდაგულოდ ასრულებდა მას. ყოველივე ამის შემდეგ შერცხვენილი და თავსლაფდასხმული მსხვერპლი თავის დამმუნათებელთა აღსაზრდელად გადაცემულად ითვლებოდა.

იყო სხვა გაცილებით ტრაგიკული კოლექტიური ანგარიშწორები გასული საუკუნის 30-იან წლებში: მშრომელთა წერილიები, ე.წ. შემოქმედებითი კავშირების, შრომითი კოლექტივების კრებები ,,ტრიცკისტების“ თუ სხვა ,,განდგომილების“ გამოსავლენად და დასაჯელად. აქ შედეგები გაცილებით საშინელი იყო - თვითმკვლელობები, ,,ტროიკების“ განაჩენები, დახვრეტები ან, უკეთეს შემთხვევაში, ხანგრძლივი გადასახლებები ,,გულაგებში“.

ამბობენ ისტორია ფარსის სახით მეორდებაო. ჰოდა, გუშინაც ასე იყო. ჩვენს მოსამართლეებში რეინკარნირებული ლენინ-სტალინ-ვიშინსკი მათი ხანის შესაფერისად ,,ხალხის მტრებს“ ავლენდნენ. გასაკიცხ-დასასჯელი, სამარცხვინო სკამზე გამწესებული და ჩასაქოლი კი არც მეტი, არც ნაკლები საქართველოს პრეზიდენტი აღმოჩნდა. ამ ტრაგიკომიკური სანახაობისაგან არც იცი იცინო თუ იტირო. ჩემში გუშინდელი ,,კუდიანებზე“ მონადირენი უფრო სიბრალულს იწვევენ. თუმცა ეხლა სხვა დროა და ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. პინგვინიზიციის ტრიუმფალური სვლა, რომელიც ამჯერად სასამართლო ხელისუფლებაში გრძელდება, სულ მალე შეწყდება თუმცა ეს ისტორიის განაჩენს ვერავის აარიდებს.

მანამდე კი ერთ ცნობილ შეგონებას ვიტყვი, იქნებ ვინმემ ყურად იღოს და ამ უმსგავსოებას გაეცალოს: შეხედეთ, რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა სეთურმა, ძვირფასო კოლეგებო!

მალხაზ პატარაია

მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავჯდომარე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42