"გრიგოლიას მინდა მივულოცო ახალი "სპონსორები" რომლებიც ახალი სიბინძურეების ჩადენას მოსთხოვენ!" - ქეთი დოლიძე
საზოგადოება - 18:58, 02 Feb, 2016     5396
ტვ პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც ფესტივალ "საჩუქარის" დაფინანსებას ეხებოდა, რეჟისორი ქეთი დოლიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"როცა ადამიანი უზნეოა, მასთან პოლემიკას აზრი არა აქვს! ქ-ნ გრიგოლიას მინდა მივულოცო ახალი "სპონსორები" რომლებიც ახალი სიბინძურეების ჩადენას მოსთხოვენ! გიგი უგულავამ ეკა მაზმიშვილს დაუარსა და სამუდამოდ

დაუკანონა 750000 ლარი თეატრალური ფესტივალისთვის. არც ახალ მთავრობას და არც ახალ მერს ამ ფესტივალისთვის ხელი არ უხლიათ და სწორადაც მოიქცნენ! გია როინიშვილის ნაირი "ექსპერტები" ნუ მოგიშალოთ ღმერთმა! ქ-ნ ინგას არასდროს არც ერთი სპექტაკლი არ უნახავს არც ერთ ფესტივალზე! ა რ ა ს დ რ ო ს.

ის ამ სფეროში სრულიად უვიცია და ეს მის ოღრო-ჩოღრო ქართულსაც ეტყობა! მერიიდან ჩვენ უგულავას ფესტივალისგან განსხვავებით მეოთხედსაც არ ვიღებთ, მაგრამ ინგა გრიგოლიასგან განსხვავებით, დავით ნარმანია, ზურაბ წერეთელი და ია მაქაცარია, უკლებლივ ყველა, ყველა ესწრებიან და ეხმარებიან;

ქ-ნო ინგა, მოახსენეთ თქვენს ნაციონალ სპონსორებს, რომ თქვენ ვინც ბრძანდებით, ყველას კარგად მოეხსენება და რომ თქვენსავით ფული არავის უყვარს საქართველოში! ასტა ლა ვისტა! მშვიდობით!",- წერს ქეთი დოლიძე.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, გასულ წელს მერიამ ფესტივალი "საჩუქარი" 200 ათასი ლარით დააფინანსა. სოლიდური თანხა გამოყო კულტურის სამინისტრომაც. ეს თანხები მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც არის გათვალისწინებული. თუმცა არცერთი უწყება ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42