კომპანია "თელასის" ცნობით სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 3 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონი
საკაბელო ტრასების გამოკვლევის მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის და კალანდაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფანასკერტელ-ციციშვილის და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის და მუხიანის IVა მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






