ბაია გადაბაძის სკანდალური განცხადება - დეტალები TV ,,მაესტროს“ შესახებ
საზოგადოება - 15:50, 02 Feb, 2016     4691
ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ სპეციალური მიმართვა გაავრცელა.

„ტელეკომპანია მაესტროს მეწილეების ნაწილი, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტორები დღეს აღმოჩნდნენ უმცირესობაში. ეს ვითარება გამოიწვია პარტნიორების ერთი ნაწილის მიერ წილების გასხვისებამ, რომლის რეალური მყიდველიც გახდა ტელეკომპანია „იმედის“ არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე. გაკოტრებული კომპანიის წილი რამდენიმე მილიონად გაიყიდა, რაც არანაირ ბიზნეს ლოგიკაში არ ჯდება, კომპანიას რომელსაც გააჩნია 50 მილიონიანი ვალი ფინანსური თვალსაზრისით, არ შეიძლება იყოს მიმზიდველი. ერთადერთი მიმზიდველობა, რაც „მაესტროს“ შეიძლება ქონდეს, ეს არის პოლიტიკური მიმზიდველობა, რაც სარედაქციო დამოუკიდებლობის წყალობით მას გამოარჩევდა ქართულ ტელებაზარზე. მე თითქმის სამი წელია მაესტროს დირექტორი ვარ, თუმცა გაცილებით დიდი ხანია რაც ამ არხზე ვმუშაობ. ჩვენ ყველას გვაერთიანებდა საერთო ღირებულებები და ადამიანები, რომლებიც ამ ღირებულებების ერთგულნი იყვნენ. დღეს კი ვითარება იმგვარია, რომ ზოგიერთისათვის ღირებულებებს ჰქონია ძალიან კონკრეტული ფასი. წილის გამყიდველების ბატონი ებრალიძის და ჩიკვაიძის წილის 1% ღირს -460 ათასი დაახლოებით, მათ არც შემოქმედებით და არც ფინანსურ ნაწილში მონაწილეობა არ მიუღიათ ფინანსურად მხოლოდ ერთი დამფუძნებელი იღებდა მონაწილეობას, ეს არი მაკა ასათიანი. ისინი ხელფასს იღებდნენ წლების განმავლობაში და მაშინ, როდესაც სრულიად გაურკვეველი იყო მათი სამსახურებრივი პოზიციები, სამი წელია მაესტროს დირექტორი ვარ და სამჯერ არ მინახავს გიორგი ებრალიძე და არც თავისი უკმაყოფილების შესახებ არ გამოუთქვამს. ის ამბობს, რომ მის სახელს არ უნდა უკავშირდებოდეს დღევანდელი მაესტრო და ეს ასეც არის, მის სახელს მართლაც არაფერი არ უკავშირდება ამ ტელევიზიაში. განვითარებული მოვლენების შედეგი შესაძლოა იყოს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვა. მე არ ვაპირებ მაესტროში მუშაობას ამ პარტნიორების ახალი კონფიგურაციის პირობებში . მე ველოდები პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებას და მანამდე ვასრულებ ჩემ უფლება-მოვალეობას“- განაცადა ბაია გადაბაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42