მიმდინარე წლის 4 თებერვალს "მაესტროს" პარტნიორთა საბჭო ტელეკომპანიის დირექტორის ბაია გადაბაძის თანამდებობიდან დასათხოვნად და ახალი დირექტორის ასარჩევად შეიკრიბება.
"მაეტროს” იურისტის ნინო ელოშვილის ინფორმაციით, კრება გიორგი გაჩეჩილაძის წარმომადგენლის, ირაკლი კორძახიას მიერ არის მოწვეული.
"კრება მოწვეულია 2016 წლის 4 თებერვალს, 12 საათზე და დღის წესრიგი წარმოადგენს დირექტორის გადაყენებასა და ახალი დირექტორის დანიშვნას”, – განუცხადა “მაესტროს რვიანს” იურისტმა.
"ნიუპოსტი" ბაია გადაბაძესთან დაკავშირებას ორი დღეა უშედეგოდ ცდილობს. როგორც ტელეკომპანიაში გვითხრეს გადაბაძე პრესკონფერენციას დღეს, 2 თებერვალს გამართავს.
ცნობისთვის. ტვ ,,მაესტროს“ დამფუძნებლებს შორის განხორციელებული ცვლილების შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ გიორგი გაჩეჩილაძეს (უცნობს), რომელიც ტელეკომპანიის 25%-ის მფლობელი იყო, საკუთარი წილებიც გაფაუფორმეს. კომპანიის მლობელებს შორის ასეთი ცვლილება უკვე დადასტურებული საჯარო რეესტრში.
მასალის გამოყენების პირობები






