პატიმრობა თუ წამება - 31 წლის პატიმარი შველას ითხოვს
საზოგადოება - 20:12, 01 Feb, 2016     3965
31 წლის პატიმარი, რომელიც 2 წლის წინ ყაჩაღობის მუხლით გაასამართლეს შველას ითხოვს.

როგორც „ნიუპოსტს“ მსჯავრდებული ლაშა ხაბაძის მამამ თემურ ხაბაძემ განუცხადა, მის შვილს სუნთქვის მწვავე უკმარისობის მეოთხე ხარისხი აღენიშნება, თუმცა მუდმივმოქმედმა კომისიამ დასკვნაში მხოლოდ მესამე ხარისხი მიუთითა რაც, პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების უარის თქმის საფუძველი გახდა.

ჩვენთან საუბრისას თემურ ხაბაძემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის ბრძანებაში, რომელშიც მძიმე და განუკურნებელი დაავადებებია ჩამოთვლილში, წერია, რომ ფილტვის ქრონიკული დაავადებების მესამე ანუ მძიმე და მეოთხე, ანუ განსაკუთრებით მძიმე სტადიების დადგენის შემთხვევაში, პატიმარი სისტემიდან გათავისუფლებას ექვემდებარება, თუმცა კომისიამ რატომღაც 2012 წლის ბრძანებით იხელმძღვანელა.

ხაბაძე ამ ყველაფერს პირად ანგარიშსწორებას უკავშირებს.

„ვინაიდან ჩემმა შვილმა ბრალდება არ აღიარა, ასე უხდიან სამაგიეროს. სურათი კი ძალიან მძიმეა - 31 წლის ბიჭი სიკვდილს ებრძვის, სასუნთქი აპარატის გარეშე ვეღარ იცოცხლებს. დაავადების სირთულიდან გამომდინარე ვერც წვება, ძირითადად ზის და საერთოდ არ ძინავს“- უთხრა „ნიუპოსტს“თემურ ხაბაძემ.

მისი თქმით, პატიმრის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, ეს უკანასკნელი ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოათავსეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ქსანში გადაიყვანეს, ჩემი შვილის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. იძულებულები გახდნენ ღუდუშაურში დაეწვინათ, სადაც მესამე ხარისხის სუნთქვის უკმარისობა დაუდგინეს. მაშინვე მივმართე ჯანმრთელობის კომისიას, თუმცა უშედეგოდ. ციხეში დაბრუნების შემდეგ ლაშას კიდევ უფრო გაურთულდა მდგომარეობა. ახლა უკვე მეოთხე ხარსხი დაუდგინეს. არც ახლა მოგვაქცია ყურადღება კომისიამ, მძიმე მდგომარეობის მიუხედავად მუდმივმოქმედმა კომისიამ დასკვნაში მხოლოდ მესამე ხარისხი მიუთითა, რაც პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების უარის თქმის საფუძველი გახდა. კაცს სკამზე სძინავს, მეოთხე ხარისხის მერე სიკვდილია“- ამბობს პატიმრის მამა.

თემურ ხაბაძის თქმით, მსჯავრდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„პატიმრობა არ ქვია ამას, ეს არის წამება“- აღნიშნა თემურ ხაბაძემ.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც პრესა ამ საკითხით დაინტერესდა, მას დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მსჯავრდებული დამოუკიდებელმა ექიმმა გასინჯა და მანაც მესამე ხარისხის სუნთქვის უკმარისობა დაუსვა.

„დეკემბერში, გასინჯა ექიმმა, რომლის ვინაობას არ ამხელენ, მანაც მესამე ხარისხი დასვა. მუდმივმოქმედმა კომისიამ 2012 წლის ბრძანებით იხელმძღვანელა და ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი გვითხრეს, მაშინ, როცა ჯანდაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის ბრძანების მიხედვით, ფილტვის ქრონიკული დაავადებების მესამე ანუ მძიმე და მეოთხე, ანუ განსაკუთრებით მძიმე სტადიების დადგენის შემთხვევაში, პატიმარი სისტემიდან გათავისუფლებას ექვემდებარება“- განმარტა რესპოდენტმა.

"ნიუპოსტი" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ინფორმაციით, მუდმივმოქმედმა კომისიამ მოწვეულ ექსპერტთან ერთად განიხილა მსჯავრდებულ ლ.ხ.-ს საკითხი და მისი ვადაზე ადრე განთავისუფლება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

"მსჯავრდებული ლ.ხ. ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მას ჩაუტარდა ყველა საჭირო, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო გამოკვლევები, ასევე გაიარა შესაბამისი მკურნალობის არაერთი კურსი.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთობლივმა მუდმივმოქმედმა კომისიამ მოწვეულ ექსპერტთან ერთად განიხილა მსჯავრდებულ ლ.ხ.-ს საკითხი და მისი ვადაზე ადრე განთავისუფლება მიზანშეწონილად არ მიიჩნია"- გვაცნობეს სამინისტროდან.

ჩვენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთანაც ვცადეთ აღნიშნული საკითხის გარკვევა, თუმცა აქ ჩვენ ზარებს არ უპასუხეს.

,,ნიუპოსტი" აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და შეეცდება საკითხი დეტალურად შეისწავლოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42