"კლინიკიდან ნახევრად გახრწნილი სხეულით გამოგვატანეს" - მელუების ოჯახი მედპერსონალს უპირისპირდება
საზოგადოება - 15:36, 01 Feb, 2016     13765
ოზურგეთში მცხოვრები მელუების ოჯახი კლინიკა "ლანცეტის" რეანიმაციული განყოფილების მედპერსონალს პაციენტის მიმართ უყურადღებობასა და დაუდევრობაში ადანაშაულებს.

როგორც ისინი "გურიის მოამბესთან" აცხადებენ, 58 წლის ბეჟან მელუა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში სწორედ აღნიშნულ კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, სახლში უმძიმეს მდგომარეობაში, სხეულის მძიმე დაზიანებებითა და დამწვრობით წამოიყვანეს.

იაგო მელუას თქმით, რეანიმაციაში ოჯახის წევრებს არ უშვებდნენ, საჭირო მედიკამენტებს, მალამოებსა და სხვა ჰიგიენურ საშუალებებს კი მამისთვის ყოველთვის ყიდულობდა. ავადმყოფს, დიდხანს წოლის გამო, რომ პრობლემები არ შექმნოდა, სპეციალური ლეიბიც კი შეუძინეს:

"ვყიდულობდით საკმაოდ ძვირადღირებულ მალამოებს და ვაძლევდით ექთანს, რომ მამას ნაწოლები არ გასჩენოდა. გარდა ამისა, ნებისმიერი მედიკამენტი, ჰიგიენური საშუალებები და სპეციალური ლეიბიც კი შევუძინეთ, რაც საჭირო იყო. ჩვენ პალატაში არ გვიშვებდნენ, რადგან მამაჩემი მართვით სუნთქვაზე იყო და უმძიმესი იყო მისი მდგომარეობა. კლინიკიდან პაციენტი ფაქტიურად ნახევრად გახრწნილი სხეულით გამოგვატანეს. სხეულის ნაწილი აქვს დამპალი და სუნი სდის. მალამოების ცარილეი კოლოფები კი გვაჩვენეს, მაგრამ, ალბათ მას საერთოდ არ მოახმარეს. სხვა რა უნდა ვთქვათ, როცა ასეთ მდგომარეობაშია ადამიანი? ამას ხომ ჰქვია უყურადღებობა და უპასუხისმგებლობა? აქ ოზურგეთში დავაწვინე თბილისიდან წამოყვანის შემდეგ ორი დღე და გაგიჟდნენ ექიმები, რა დღეშია კაცი ჩავარდნილიო. ახლა სახლში ვმკურნალობთ, ისევ უმძიმესია მდგომარეობა და დამატებული ამხელა პრობლემა. კარგით ბატონო, შეიძლება მამაჩემი ვერ გადარჩეს, მაგრამ ამას იმიტომ გიყვებით, რომ სხვა, ვინც გადასარჩენია, ასე არ მოექცნენ და ნებისმიერმა გაითვალისწინოს, რომ არ უნდა ენდონ არც ექთნებს და არც ექიმებს"- აცხადებს იაგო მელუა.

კიდევ ერთი პრობლემა, რის წინაშეც მელუების ოჯახი დადგა, საავადმყოფოს მიერ დარიცხული დავალიანებაა, 25 ათასი ლარის ოდენობით. მელუები ამბობენ, რომ სადაზღვევო პოლისზე ლიმიტი 15 ათასი ლარი ჰქონდათ. აქედან 8 ათასი ოპერაცია დაჯდა, დარჩენილი თანხით კი დაახლოებით 10 დღის განმავლობაში იფარებოდა კლინიკის დღირი ხარჯები: "მამაჩემს 15 დეკემბერს მოუვიდა ანევრიზმა, ტვინში სისხლჩაქცევა. რამდენიმე დღე გვყავდა აქ ავერსის კლინიკაში. რეანიმაციულ განყოფილებაში. მაგრამ, აუცილებელი გახდა მისი გადაყვანა თბილისში. მოვათავსეთ კლინიკა "ლანცეტში" სადაც 26 დეკემბერს გაუკეთდა ოპერაცია. 26 იანვარს კი წამოვიყვანეთ ოზურგეთში. მოკლედ, თვე და რამდენიმე დღე იწვა თბილისში. პოლისის მთლიანი ლიმიტიც ამოიწურა და ახლა იურისტი გვირეკავს 25 ათასამდე ლარი გერიცხებათ გადასახდელიო. თანხაზე შეიძლება მართლა არ იყოს საქმე, იწვა პალატაში და დღეში გვერიცხებოდა 600 ლარი, მაგრამ, რა დღეში ჩამოვიყვანეთ კაცი სახლში, ამაზე პასუხი არავის არ უნდა მოეთხოვოს? ფაქტიურად არაფერი არ გაუკეთებიათ. მედიკამენტებს, ფაფებს, ყველაფერს ჩვენ ვყიდულობდით. კაცი ისე დაალპეს საწოლზე, ალბათ არც შეუხედავთ საერთოდ. ან ის მალამოები სად მიდიოდა, ვის ახმარდნენ, რადგან მამაჩემზე გამოყენებული ნამდვილად არა აქვთ"- აღნიშნავს ბეჟან მელუას შვილი.

ამ ეტაპზე ბეჟან მელუა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ისევ უმძიმეს მდგომარეობაშია და მკურნალობა ფაქტიურად ორი მიმართულებით უტარდება. გარდა თავის ტვინზე არსებული პრობლემებისა, ავადმყოფს სხეულზე არსებული დაზიანებების კუთხითაც სერიოზული მკურნალობა ესაჭიროება.

როგორც ოჯახის წევრები გვეუბნებიან, ექიმები ამ ეტაპზე მისი გადარჩენის პირობას ვერ იძლევიან.

"გურიის მოამბე" უკვე რამდენიმე საათია ცდილობს კლინიკა "ლანცეტის" რეანიმაციის განყოფილების უფროს, გია ბენიძესთან დაკავშირებას, თუმცა მას მობილური გამორთული აქვს. მეორე მხარის პოზიციას მასთან დაკავშირებისა და მიღებული კომენტარის შემდეგ შემოგთავაზებთ.

თეა იოსელიანი-გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42