სოფლის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ერთი კვირით გადაიდო
საზოგადოება - 18:34, 31 Jan, 2016     1736
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი ერთი კვირით გადაიდო და 8 თებერვალს განახლდება, ამის შესახებ "გურიის მოამბეს" სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრიდან აცნობეს.

ცენტრის ხელმძღვანელის, ავთანდილ მექვაბიშვილის განცხადებით, სასწავლო პროცესის გადადების მიზეზი პირველ ეტაპზე უამინდობა და გახშირებული გრიპის ვირუსების ერთგვარი პრევენცია გახდა.

მისი თქმით, უამინდობას არც ერთ საბავშვო ბაღში სხვა პრობლემა არ შეუქმნია. არ დაზიანებულა შენობები: "გადავდეთ ერთი კვირით იმიტომ, რომ იცით როგორი ამინდები იყო და ასევე არის ერთგვარი პრევენცია ამ ვირუსებთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ არც ერთი ბაღის შენობა მიუხედავად უხვი ნალექისა არ დაზიანებულა. მომავალი კვირიდან დავიწყებთ დისტრიბუციას, საკვებ პროდუქტებს შევიტანთ ბაღებში და თუ კიდევ არ შეიცვალა ამინდები და ისევ არ დარჩა საჭირო სწავლის პროცესის გადადება, ჩვენ ორშაბათისთვის მზად გვექნება ყველაფერი"-გვითხრა მექვაბიშვილმა.

რაც შეეხება ლანჩხუთს, როგორც ბაღების გაერთიანების ცენტრის ხელმძღვანელი, დავით წულაძე "გურიის მოამბესთან" აცხადებს, ხვალიდან სასწავლო პროცესი იმ საბავშვო ბაღებში არ განახლდება, სადაც თოვლის საფარი ნახევარ მეტრომდეა: "ვერ დავიწყებთ სასწავლო პროცესს მარალმთიან სოფლებში, სადაც თოვლი ისევ დიდია. ასეთი სოფლებია: აკეთი, აცანა, მამათი, ღრმაღელე და ჩოჩხათი. რაც შეეხება სუფსას, იქ სახურავის ჩამოშლის გამო ველოდებით ინფრასტრუქტურის სამსახურის დასკვნას, ექვემდებარება თუ არა შენობა რეაბილიტაციას, სხვა შემთხვევაში მოგვიწევს სხვა შენობის დაქირავება, ამიტომ აქ გაურკვეველია სწავლის დაწყების ვადები.

ჩოხატაურში კი, როგორც ადგილობრივი ცენტრიდან გვაცნობეს, ყველა საბავშვო ბაღი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42