„მაგარია, როცა დედამიწის მეორე მხარესაც გცნობენ“- ქიარიმა ფანებმა ამერიკაშიც იპოვეს
კულტურა - 17:39, 28 Jan, 2016     12106

გიორგი ცაავა მართალია მრავალი წლის წინ ეზიარა მსახიობის პროფესიას და არაერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა სერიალმა „ტიფლისმა“ მას განსაკუთრებული წარმატება მოუტანა. მოგვიანებით უკვე გამოჩდა „ქერჩიც“, სადაც გიორგიმ ამდენი წლის შემდეგ პირველად შეასრულა მთავარი როლი. აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი არა მხოლოდ მსახიობი, არამედ საპროდიუსერო ჯგუფის წევრიც არის და ლოკაციების 75 %, მის მიერ არის შერჩეული. როგორც „ნიუპოსტთან“ ინტერვიუში აღნიშნა, მას ფილმებსა თუ სერიალებში ძირითადად უარყოფითი პერსონაჟების განსახიერება უწევდა. შესაძლოა მის მიერ ნათამაშები რომელბი ძალიან მოგწონთ, მაგრამ გიორგის რეალური ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერი იცოდეთ. „ნიუპოსტთან“ საუბრისას კი ჩვენმა რესპონდენტმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, რაც მოგცემთ საშუალებას გაიგოთ როგორია ის კადრს მიღმა.

- „ტიფლისი“ და „ქერჩი“ არის ფილმები, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა მოგიტანათ.

- ყველა მსახიობი როცა თავის საქმეს აკეთებს, რაღაცისკენ მიდის და წარმატებას აღწევს. ნორმალური პროცესია, როცა წლების განმავლობაში თამაშობ ფილმებში და ოდესღაც, ალბათ გხვდება მთავარი როლი, რაც პირველ რიგში საპასუხისმგებლოა. ძალიან გამიხარდა და ბედნიერი ვარ.

- მაყურებლის სიყვარულს ალბათ რეალურ ცხოვრებაშიც გრძნობთ.

- კი, ნამდვილად ასეა. „ტიფლისმა“ ძალიან იმუშავა ჩვენს ცნობადობაზე. მე და რეჟისორი ამერიკაში ვიყავით და ნამდვილად ვიგრძენი ამ პროექტმა რომ იმუშავა. ვინც კი იქ მცხოვრები ქართველი ვნახეთ, ან შემთხვევით შეგვხვდა ქუჩაში, რესტორანსა თუ კლუბში, ყველა მეკითხებოდა, ვა ქიარიმა ხარო? ძალიან დიდი სითბოთი და სიყვარულით გვიხდიდნენ მადლობას. გგულშემატკივრობთ და გიყურებთო. როცა დედამიწის მეორე მხარესაც გცნობენ და გეუბნებიან, რომ გიყურებენ, ძალიან მაგარია. ნუ საქართველოზე აღარ მაქვს საუბარი.

- ამერიკაში ვიზიტი რას უკავშირდებოდა?

- სამომავლოდ გვაქვს რამოდენიმე პროექტი. ერთ-ერთი კი ამერიკას უკავშირდება. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, აუცილებლად განვახორციელებთ.

- ძალიან კარგად მღერით. „ნიუპოსტმა“ თქვენი ვიდეო აღმოაჩინა და როცა საიტზე აიტვირთა, მომხმარებლის დიდი გაოცება და მოწონება დაიმსახურა.

- ეს ვიდეო პირველი სეზონის ბოლო გადაღების დაწყებამდეა გადაღებული. როიალი იდო და „ტიფლისის“ მეორე რეჟისორთან, ნოდარ მარშანიშვილთან ერთად ექსპრომტად ვიმღერე.

- არ გქონიათ სურვილი ამ განხრითაც მოგესინჯათ თქვენი შესაძლებლობები?

- სკოლის პერიოდში ჯგუფიც გვქონდა. მუსიკა ყოველთვის განსაკუთრებულად მიზიდავდა. მუსიკალური სასწავლებელი არ დამიმთავრებია, ნოტებიც არ ვიცი, მაგრამ ვუკრავ და ვმღერი ისევე როგორც ქართველების 90%.

- რა ერქვა თქვენს ჯგუფს?

- არც მახსოვს ნორმალურად, მგონი „ტაძარი“.

- რა ჟანრის მუსიკის მიმდევრები იყავით? რას მღეროდით?

- Depeche Mode-ზე ვგიჟდებოდით მაშინ და ვმღეროდით კიდეც.

- სოლისტი იყავით?

- კი.

- როგორია გიორგი ცაავა რეალურ ცხოვრებაში? ის რაც მაყურებელმა არ იცის.

- მიყვარს ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახი. ზოგადად ხალხი მიყვარს. კონტაქტური ვარ, არ ვარ აგრესიული, არც შურიანი. სხვისი წარმატება ყოველთვის მიხარია.

- ვიზუალი გაქვთ ისეთი, რომ რეჟისორს ალბათ არაერთი ეროვნების ადამიანის მორგება შეუძლია თქვენზე.

- ძირითადად რუსებს ვასრულებდი და ბოროტ გმირებს ვთამაშობდი.

- რატომ ამდენი უარყოფითი როლი?

- ეს ალბათ რეჟისორებს უნდა ჰკითხოთ. ალბათ ასე ხედავდნენ. თან რუსულ ენას ვფლობ თავისუფლად და ალბათ ამიტომ.

- ოჯახზე რას გვერტყვით?

- ორი ვაჟი მყავს. ნიკოლოზი 19 წლის არის. მეორე კურსის სტუდენტია. ანიმაციის რეჟისორობას სწავლობს. ალექსანდრე მე-6 კლასის მოსწავლეა, 11 წლისაა. მყავს მეუღლე ეკა... კატო, ტელე სარეჟისოროზე სწავლობდა. პროფესიით მხატვარია. ვართ ასე ტკბილად უკვე ამდენი წელია.

- ოჯახი როგორ აფასებს თქვენს შემოქმედებას?

- ალბათ შესაბამისად. სახლში თითქმის არ ვარ. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა მოვუხადო მეუღლეს გაგებისთვის და გვერდში დგომისთვის. ძალიან რთულია ეს ყველაფერი და ამაზე საუბარიც გვქონია. მაგრამ რაც ვიზამთ, ასეთია ალბათ მსახიობის მეუღლის ბედი.

- ხშირ შემთხვევაში მსახიობი მშობლები წინააღმდეგი არიან რომ მათმა შვილებმაც იგივე პროფესიაზე გააკეთნ არჩევანი. ამ მხრივ რა აზრზე ხართ?

- არანაირი პრობლემა არ მაქვს, თუ რომელიმე მოინდომებს მსახიობობას, მათ არჩევანს პატივს ვცემ. მაქსიმალურად ვცდილობ მათთვის პირველ რიგში მეგობარი ვიყო და მერე მამა, რაც მგონი გამომდის. ვამაყობ ჩემი შვილებით, რადგან ძალიან კარგი, ზრდილობიანი და თავმდაბალი ადამიანები არიან. ცხოვრებაში აქვთ მიზანი და მე მათ ვეხმარები როგორც შემიძლია. მეუღლეთანაც ასე ვარ, ჩვენ ჯერ მეგობრები ვართ და მერე ცოლ-ქმარი. ეს ბევრ რამეს გვიადვილებს ცხოვრებაში.

- გადაღებებს დავუბრუნდები. „ტიფლისის“ და „ქერჩის“ გადაღებები საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, რაც დამეთანხმებით რომ ძალიან შრომატევადია. როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს?

- არ ვიცი, ალბათ ძალა მეძლევა რომ ეს გავაკეთო. ნამდვილად არაადამიანური შრომაა. შეიძლება საყურებლად კარგია და გსიამოვნებს, მაგრამ რომ წარმოიდგინოთ რეები გვაქვს გადატანილი გადაღებების დროს... არანორმალურ ფიზიკურ დატვირთვას და მომზადებას მოითხოვს. იფიტები როგორც ფიზიკურად ასევე მორალურად. „ქერჩის“ გადაღებები ზაფხულში დაიწყო. თბილისის ზღვაზე 45 გრადუს სიცხეში ზამთრის სცენებს ვიღებდით. სამხედრო ფორმაში გამოწყობილები რა დღეში ვიქნებოდით წარმოგიდგენიათ? სითხეს კი ვღებულობდით, მაგრამ იმდენად ცხელოდა და ვიტვირთებოდით მოძრაობის დროს, რომ ჩეულებრივად კრუნჩხვები გვემართებოდა. ვერ აგიღწერთ რა გვჭირდა.

- „ტიფლისის“ ახალ სერიებს ძალიან ელოდა მაყურებელი. რას პირდებით მათ?

- „ტიფლისის“ ფინალური ეტაპი დაიწყო. მაყურებელს დაუვიწყარ და ძალიან მძაფრ წუთებს ვპირდებით.

- რაც შეეხება „ქერჩს“, გაგრძელდება?

- ამ ეტაპზე „ქერჩი“ შეჩერებულია. ვარაუდობთ რომ გაგრძელდება, თუმცა ჯერჯერობით გადაღებები არ განიხილება. მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნებთან, მაგალითად რამდენიმე უკრაინულმა არხმა გამოთქვა სურვილი კოპროდუქციაში შემოსვლის და ჯერჯერობით ერთობლივ გადაღებებზე ვსაუბრობთ. ვნახოთ რა როგორ იქნება.

მარიკა ხიდურელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42