კომპანია "თელასის" ცნობით სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ნაძალადევის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელ გლდანის და ავშნის ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ჩიტაძის და ბათუ კრავეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაშკენტის, ბუდაპეშტის, კანდელაკის და ალექსიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






