"ყელზე მავთულს აბამენ... ელოდებიან როგორ მოკვდება"- ძაღლების წამების შემზარავი ფაქტები საქართველოში
საზოგადოება - 16:38, 28 Jan, 2016     4390
„ძაღლი ადამიანის მეგობარია“, თუმცა ზოგიერთი ადამიანი მათ წამებას გართობის საშუალებად მიიჩნევს. უსამართლობა იქნება იმის მტკიცება, რომ ეს მხოლოდ ამ ერთ ქალაქში ხდება, თუმცა ხაშურში მომხდარმა რამდენიმე შემთხვევამ ცხადყო, რამდენად დაუცველია საქართველოში ცხოველთა უფლებები და რამდენი სამუშაო აქვს განათლების და სამართალდამცავ სისტემებს, რომ ადამიანებს ცოცხალი არსებების მიმართ თუ თანაგრძნობას ვერ გაუღვივებენ, ის მაინც შეაგნებინონ , რომ ცხოველების წამება კანონით ისჯება.

მარტო თამაზ თამაზაშვილის ძაღლების თავშესაფარში ხაშურში ნაწამები ძაღლების შესახებ ერთი თვის განმავლობაში 2 შეტყობინება შევიდა. მეთოდი საკმაოდ საზარელია, ქუჩის ძაღლებს ყელზე მავთულს მჭიდროდ უჭერენ, დროთა განმავლობაში კი მათ კანი უზიანდებათ, ინფექცია ეჭრებათ, უჭირთ საკვების მიღება... მწამებლების საბოლოო მიზანი კი ამ უდანაშაულო არსებების წამებით სიკვდილია.

თავშესაფრის თანამშრომლებმა ერთი ასეთი ძაღლის გადარჩენა შეძლეს, მეორე ძაღლის პოვნა მიუხედავად ბევრი მცდელობისა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხაშურში ისევე როგორც სხვა ქალაქებში ისევ აქვს ადგილი ცხოველების ჩხუბში შეჯიბრებას, თუმცა ხაშურლების მეთოდი „ორიგინალურია“ და ისინი არა ორი თანაბარი ძალის ძაღლს, არამედ ძლიერი და აგრესიული ძაღლის „მოწინააღმდეგედ“ ქუჩაში მაცხოვრებელ, მშიერ და დაუძლურებულ მეტისებს არჩევენ. მეტისების გვამებს კი, რომლებიც თავიდანვე „გარდაუვალი სიკვდილისთვის“იყვნენ განწირული ხშირად შეხვდებით ქალაქის შემოგარენში და არც ქალაქში არსებული მდინარეები განიცდიან მათ ნაკლებობას.

რატომღაც ცხოველთა დამცველები მხოლოდ დიდ ქალაქებში არსებულ მდგომარეობაზე აქტიურობენ და ხაშურელი ძაღლები, ისევე როგორც თავად ხაშური მთავრობისგანაც და მათგანაც ყურადღების მიღმა რჩება.

სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს 259-ე მუხლი, რომელიც ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობას ეხება. სასტიკი მოპყრობა ვის მიმართაც არ უნდა იყოს განხორციელებული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და სამართალდამცავებმა ამ კანონდარღვევაზე სათანადო ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რაც ჯერჯერობით არ ხდება.

259-ე მუხლი

1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, -ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით,-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42