თბილისის მეტრო 50 წლისაა
საზოგადოება - 16:09, 28 Jan, 2016     1809

თბილისის მეტროს 50 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საზეიმო მიღება გამართა. მიღებას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული სტუმრები, საერთაშორისო ასოციაციისა „მეტრო“ და UITP წევრი კომპანიების წარმომადგენლები, 11 სხვადასხვა ქალაქის მეტროს ხელმძღვანელი პირები, თბილისის მეტროს თანამშრომლები და შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჯაფარიძე. ღონისძიებაზე დააჯილდოვეს მეტროს ის თანამშრომლები, რომლებიც გახსნის დღიდან მუშაობენ მეტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. ერთგულ თანამშრომლებს კი სპეციალური სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

საზეიმო მიღების შემდეგ, თბილისის მერმა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მეტროსადგურის „რუსთაველი“ ქვედა ფოიეში გამართული გამოფენაც დაათვალიერა. ექსპოზიციაზე მეტროს ისტორიის ამსახველი არქივიდან 56 ფოტო-სურათი იყო წარმოდგენილი.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, წელს იგეგმება მეტროს განვითარება, რაც მოქალაქეების კომფორტულად მგზავრობასთან არის დაკავშირებული.

„7 პროექტი, რომელიც თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების განახლებას ისახავს მიზნად, თვითონ მეტროს შემადგენლობის განახლების მოდერნიზაციის პროექტი და ასევე, დამატებით ახალი სადგურის მშენებლობის პროექტი არის ის რაც მომავალთან, თბილისის მეტროპოლიტენის კიდევ უფრო მეტად განვითარებასთან და კომფორტულად მგზავრობასთან არის დაკავშირებული. ამიტომაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ როგორც მიღწევებზე და ვიხსენებთ თბილისის მეტროპოლიტენის ისტორიას, ასევე, ვსაუბრობთ მის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავროს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამჟამად, თბილისის მეტროს სისტემა ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქციის პროცესშია: იგეგმება 6 სადგურის რეაბილიტაცია, ესენია: ახმეტელის თეატრი, ვარკეთილი, სადგურის მოედანი 1, მარჯანიშვილი, თავისუფლების მოედანი და ავლაბარი.

ამასთან, 2016 წელს დაგეგმილია 19 ვაგონის მოდერნიზება, რაც ითვალისწინებს კაპიტალური შეკეთებისათვის გათვალისწინებულ მოცულობით სამუშაოებს, ასევე, თანამედროვე სისტემების ინსტალაციებს. მთლიანად იცვლება ვაგონების ინტერიერი, ექსტერიერს მიეცემა თანამედროვე სახე, შეიცვლება ძველი სანათები ახალი, დიოდური განათებებით, მემანქანის კაბინა აღიჭურვება თანამედროვე ტიპის მართვის პულტით. ძველი მექანიკური და კონტაქტორული დეტალები შეიცვლება თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.

იგეგმება მეტროსადგურ რუსთაველის კაპიტალური შეკეთებაც. პროექტის მიხედვით, რუსთაველის სადგურს უნდა შეუნარჩუნდეს ძველი არქიტექტურული იერსახე. განახლდება როგორც ინტერიერი, ასევე ექსტერიერი, განხორციელდება ელ-მომარაგებისა და წყლის გადაყვანის სისტემების რეაბილიტაცია, სატელეფენო, სატელევიზიო და კომპიუტერული ქსელების დაცვითი სისტემების, ასევე, სახანძრო უსაფრთოების სისტემების სრული რეკონსტრუქცია.

2016 წელს კაპიტალურად გარემონტდება 5 ესკალატორი, კერძოდ, მეტროსადგურ „ავლაბრის“ 1, „წერეთლის“ 1 და „მარჯანიშვილის“ 3 ესკალატორი. ასევე, დაიწყება „სადგურის მოედანი 1“-ის ესკალატორების კაპიტალური შეკეთება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42