გაგარინის ქუჩაზე წყალსადენის დაზიანების გამო თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდა
საზოგადოება - 14:21, 28 Jan, 2016     1825

ჟვანიას მოედანზე გამავალი წყალსადენის მაგისტრალი ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო დღეს დილით ავარიულად დაზიანდა

დღეს დილით, დაახლოებით 6:30 საათზე, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, ავარიულად დაზიანდა ჟვანიას (გაგარინის) მოედანზე გამავალი წყალსადენის 1000 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური მილდენი.

დაზიანების ადგილზე 20 წუთში მობიზებული იყო “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური სამსახურის ორი სპეცბრიგადა, ასევე, სპეცტექნიკა - 2 ტრაქტორი, 7 თვითმცლელი, ამწე. სამუშაოების ჩასატარებლად მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლა კომპანიამ დილის 7 საათზე დაიწყო. ამ დროისთვის მაგისტრალის აღსადგენად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ცალმხრივად შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაზიანების აღმოფხვრას უმოკლეს დროში უზრუნველყოფს.

ამ ეტაპზე, წყალმომარაგება უკვე შეეზღუდული აქვს:

· დიღომი-8-ს, ბელიაშვილისა და ლუბლიანას ქუჩების ნაწილს, ჟვანიას კლინიკის ტერიტორიას, აშშ-ის საელჩოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს, ჰიპერმარკეტ „გუდვილის მიმდებარე ქუჩებს, ფანასკერტელის, იყალთოს, ქარელისა და ლიხაურის ქუჩებს, ასევე მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ქუჩების ნაწილს.


დღეს, 12:00 საათიდან წყალმომარაგება შეუწყდება:

· ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, წყნეთის გზატკეცილის, ბაგებს, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩასა და მიკრორაიონებს, ქავთარაძის, ჯიქიას, უნივერსიტეტისა და მათ მიმდებარე ქუჩებს.


წყალმომარაგების აღდგენის დროს კომპანია, მომხმარებელებს დამატებით აცნობებს.


წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით, უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდისhttp://www.gwp.ge/ka/gadaudebeli მეშვეობით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42