"თბილისის ოპერას ახალი ერა დაუდგა" - The Guardian-ი განახლებულ ოპერაზე წერს
კულტურა - 21:12, 27 Jan, 2016     2901
„თბილისში განახლებული ოპერა იხსნება, რომელიც „ცარებს“, „საბჭოთა კავშირსა და სამოქალაქო ომს გადაურჩა“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას პრესტიჟული ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.

გამოცემა წერს, "ზურაბ ლომიძე იყო თბილისის ოპერის დირექტრორი, როდესაც 1991 წელს საქართველოში სამოქალაქო ომი იყო. რუსთაველის გამზირზე ბრძოლისას, ის და მისი რამდენიმე თანამშომელი შენობაში იყვნენ, რათა ის დაეცვათ."

„ერთ დღესაც, შეიარაღებულ პირთა ჯგუფი შემოვიდა და გვითხრა, რომ ოპერა თავშესაფრად სჭირდებოდა. მათი წასვლის შემდეგ ჩვენ აღარ გვქონდა შესასვლელი კარი, კედელიც დაცხრილული იყო. როდესაც ომის შემდეგ ჩვენ კვლავ გავიხსენით, მინდოდა კედელი მინით დამეფარა და დიდი ნიშანი დამედო: კულტურას ასე არ უნდა მოექცე“ - ამბობს ლომიძე.

„გარდიანი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორჯერ დაწვის ფაქტსაც ახსენებს.

„ახლა კი, 165 წლის ოპერისა და ბალეტის თეატრს ახალი ერა დაუდგა. ექვსი წლის შემდეგ თეატრის კარი იხსნება“ - ნათქვამია სტატიაში.

სტატიაშივე აღნიშნულია, რომ ოპერის აღდგენისთვის თანხა, ქვეყნის უმდიდრესმა ადამიანმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გამოყო.

"საქართველოს საუკუნეებით დათარიღებული, ხელოვნების მდიდარი ტრადიცია აქვს, რომელიც რუსეთის იმპერიისა და შემდეგ საბჭოთა კავშირის მიერ იქმნა „შთანთქმული" - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ : http://www.theguardian.com/world/2016/jan/27/tibilisi-to-reopen-opera-house-that-has-survived-tsars-soviets-and-civil-war






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42