პროგრამა „კულტურა და კრეატიულობა“ იწვევს კულტურის მომავალ ლიდერს აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში კულტურის ლიდერობის პროგრამაში ჩასართავად.
პროგრამა უფასოა და იგი ფოკუსირდება იმ მენეჯერების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რომლებიც მუშაობენ ისეთ სფეროებში და დაწესებულებებში, როგორიცაა რეკლამა, არქიტექტურა, არქივები, მუზეუმები, გალერეები, ბიბლიოთეკები, ხელოვნება, აუდიო-ვიზუალური ინდურსტრიები, ხელნაკეთები, დიზაინი, მოდა, ფესტივალები, ფილმები, თამაშები, მემკვიდრეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მუსიკა, საშემსრულებლო ხელოვნება, ფოტოგრაფია, გამომცემლობა, რადიო, სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო ტელევიზიები.
პროგრამაში გაწევრიანებით და პირველ ღონისზიებაზე დასწერებით თქვენ: შეხვდებით კულტურის სფეროს მოწინავე სპეციალისტებს ევროპის კრეატიული ინდუსტრიებიდან
* გაიგებთ მეტს პარტნირობის პროგრამაზე
* გაეცნობით დამატებითი ვორქშოფებში მონაწილეობის შესაძლებლობებს მომავალი 18 თვის განმავლობაში
როგორც კულტურის მომავალი ლიდერი, თქვენ მოგეცემათ საკუთარი სატრეინინგო პროგრამის შექმნის საშუალება, რომელიც პერსონალურ მოთხოვნილებებზე იქნება მორგებული. თითოეული ვორქშოფი გააერთიანებს საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს. პერსონალური პროგრამის დასრულების შემდეგ თქვენ გადმოგეცემიათ სერტიფიკატი.
ვორქშოფი დაფარავს შემდეგ თემებს: ადვოკატირება, სახსრების მოძიება, ხელოვნების მარკეტინგი, აუდიენციების განვითარება, ფინანსური კვალიფიკაცია და ა.შ.
პროგრამა შეარჩევს იმ ლიდერებს, რომლებიც შეძლებენ ჩამოთვლილი პირობების შესრულებას:
* პროგრამის ვებ-გვერდისთვის სტატიის ან კვლევის დაწერა
* კონკრეტული კულტურის მენეჯმენტის თემის ფარგლებში სამუშაო ჯგუფთან შეერთება
* მინიმუმ 2 ვორქშოფზე დასწრება
* ჩართვა პროგრამის კამპანიაში „კულტურა მნიშვნელოვანია“
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ მიწეროთ თქვენი ქვეყნის კოორდინატორს და დაადასტუროთ რომ იანვარ-თებერვალში შეგიძლიათ კრეატიული ლიდერობის ვორქშოფზე დასწრება. ასევე მიწერეთ თუ რატომ ხართ აღნიშნული პროგრამით დაინტერესებულები (დაახლოებით 200 სიტყვა) და გააგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2016 წლის 30 იანვრამდე.
მასალის გამოყენების პირობები