"მითხრა, კახა აღარ არის და ხელ-ფეხი გახსნილი მაქვსო" - რას ჰყვება ბენდუქიძის და ბიზნესმენის ქალიშვილზე
საზოგადოება - 15:37, 27 Jan, 2016     6722
ანასტასია გონჩაროვა ახლა უკვე კახა ბენდუქიძის ოფიციალური მემკვიდრეა. 2015 წლის 30 დეკემბერს მან ბოლო სასამართლო პროცესი მოიგო.

“30 დეკემბერს საქართველოს სასამართლომ საბოლოოდ მაღიარა კახა ბენდუქიძის ქალიშვილად, რაც გასული რთული წლის ძალიან კარგი დასასრული იყო. ახლა უკვე შესაძლებლობა მექნება თავისუფლად ჩავერთო მამაჩემის მიერ დაარსებული თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების საქმიანობაში.”- აცხადებს ანასტასია გონჩაროვა „ობზერვერთან“ ინტერვიუში.

ცნობილი ბიზნესმენის, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, კახა ბენდუქიძის მილიონებად შეფასებული ქონება, მისი გარდაცვალების შემდეგ ორად გაიყო - 50% მის მეუღლეს, ნატალია ზოლოტოვას ერგო, 50% კი - ანასტასია გონჩაროვას.

ბიზნესმენის პანაშვიდზე გამოჩენილი 24 წლის გოგონა ყველასთვის სიურპრიზი იყო. რას ჰყვება ბიზნესმენის და, ნუნუ ბენდუქიძე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ანასტაციას შესახებ.

- ქალბატონო ნუნუ, ძმის ქალიშვილის - ანასტასია გონჩაროვას არსებობის შესახებ როდის გაიგეთ?

- კახას გარდაცვალებამდე დედამიწის ზურგზე არავინ იცოდა მისი არსეობის შესახებ არც ჩვენს ოჯახში და არც კახას უახლოესმა მეგობრებმა. მოსკოვში ერთ კიბის უჯრედზე რომ უცხოვრია და არაფერს უმალავდა, იმათაც კი არ იცოდნენ, რომ კახას შვილი ჰყავდა. როცა ეს ბავშვი გაჩნდა, მაშინ კახას ბევრი არაფერი ჰქონდა. ახლა, ანალიზს რომ ვაკეთებ, ვხვდები, რომ კახაზე ალბათ ზეწოლაც იყო, შანტაჟიც, რომ მისთვის მიეხედა. მერე ადვილად გადაწყვიტა ეს საკითხი - ინგლისში სწავლის ფულს უხდიდა. როგორც ჩანს, ბოლო ორი წელი უფრო ხვდებოდა მას. სულ 10 სურათი აქვს კახასთან გადაღებული და მათ ატრიალებს. კახას ბიოლოგიური შვილი კი არის და კანონით ეს რაღაცას ნიშნავს, მაგრამ ჩემთვის - არაფერს... წარმოიდგინეთ, ნასტია დედამისმა გააჩინა სხვა კაცისგან და ქმარს აზრდევინებდა ისე, ვითომ მისი შვილი იყო. გესმით, რამხელა ამორალური საქციელია?!

...პირველად პანაშვიდზე ჩამოვიდა დედასთან და ვიღაც ქალთან ერთად. სამზარეულოში ისხდნენ, სადაც იყვნენ ჩემი მეგობრები და მითხრეს, რომ მათი მხლებელი ქალი ძალიან ცუდად იქცეოდა. ნასტიას რამეს რომ ეკითხებოდნენ, ის პასუხობდა. ჩემს მეგობარს უთქვამს, თქვენ რატომ გვპასუხობთ, უკვე დიდი გოგოა და თავად გვიპასუხებსო! ანასტასია ცოტა ხანს ჩემთან ცხოვრობდა და ყველა გავაცანი - ჩემი შვილი, შვილიშვილები... ამბობდა, ასეთი ოჯახი არ მინახავს, თურმე რას ნიშნავს კარგი ოჯახი, როგორ მიყვარხართო და ა. შ. ბოლოს ჩემმა მძღოლმა გააცილა და გადარეული იყო, ჩამეხუტა და ისე დავშორდითო.

...ჩვენ ნასტიასთვის ხელი არ გვიკრია. ორმოცზე მეც ვთქვი სიტყვა, ნატაშამაც (ბენდუქიძის მეუღლე) და ნასტიასაც მივეცი სიტყვა. მერე კი, კახას დაბადების დღეზე, ძალიან ცუდად მოიქცა. "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებმა იცოდნენ, რომ მეორე დღეს მიდიოდა უკან და მე - არა. ძალიან გვიან დაბრუნდა და თურმე იმ დღეს "ნანუკას შოუში" ჩაწერაზე მისულა. როგორც ჩანს, ყველაფერი დაგეგმილი იყო, საყვედური ვუთხარი - კახას დაბადების დღეზე ჩამოხვედი თუ ინტერვიუების მისაცემად-მეთქი. შვილს გეფიცებით, მითხრა, კახა აღარ არის და მე ახლა ხელ-ფეხი გახსნილი მაქვსო.

წავიდა და მომწერა წერილი, რომელიც აშკარად იურისტის დაწერილი იყო. წერდა, მე მამის უღიარებელი შვილი ვარ, თქვენ მამიდა ხართ და დამეხმარეთ,რომ მემკვიდრედ მაღიარონო. მირჩიეს, არაფერი მეპასუხა. შევცდი, რომ არ ვუპასუხე. ნასტიას ჩვენ ვთავაზობდით კახას ქონების 25%-ს და ამასთან, შეინარჩუნებდა ჩვენთან ურთიერთობას, მაგრამ მან მეტი მოინდომა...

- მამას რითი ჰგავს?

- მხოლოდ ფიზიკურად ჰგავს კახას. სხვა მხრივ, ჩვენს ოჯახთან მსგავსება არ აქვს არც განათლებით, არც საქციელით. პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა თბილისში და დაუსტვინა, მაგიდაზე ხელიც დაურტყამს. ერთ პროფესორს უთქვამს, ახლავე ბოდიში მოიხადეთ, რას ბედავთო. ახლა ამბობს, მამის საქმე უნდა გავაგრძელოო. რომელი საქმე? უნივერსიტეტი არ არის ნივთი, ან ნატაშას მემკვიდრეობა, რომ ვიღაცის იყოს...

რუსუდან ადვაძე

ჟურნალი ,,სარკე"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42