საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით გაიზარდა იმ სკოლების რაოდენობა, სადაც სწავლა შეწყდა. როგორც მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ასეთი უკვე 395 სკოლაა. მისივე ინფორმაციით, აქედან 200 სკოლა დიდთოვლობის, ხოლო 195 სკოლა ვირუსის გამო დაიხურა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სკოლებში, სადაც გაცდენების მაჩვენებელი 20%-ს აჭარბებდა დროებით შეჩერებულიყო სასწავლო პროცესი. განათლების სამინისტრო მუდმივად აგროვებს მონაცემებს, რომლის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტლებები. გუშინდელთან შედარებით მოიმატა ამ სკოლების რაოდენობამ, თუმცა ეს არ არის საგანგაშო რაოდენობა. იმის მიხედვით თუ როგორი იქნება მონაცემები, მიიღება შემდეგი გადაწყვეტილებები“, - ამბობს ლია გიგაური.
ამ დრომდე სწავლა სულ 384 სკოლაში იყო შეწყვეტილი.
მასალის გამოყენების პირობები






