დემირელის კოლეჯის კიდევ ერთი წარმატება მსოფლიო ასპარეზზე
საზოგადოება - 11:37, 27 Jan, 2016     1168

გასულ კვირას ყაზახეთის დედაქალაქ ალმათში ჟაუტიკოვის სახ. მე-12 საერთაშორისო ოლიმპიადა გაიმართა, სადაც თბილისის დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეთა გუნდიც იღებდა მონაწილეობას.

სხვადასხვა ქვეყნის 62 უძლიერეს გუნდსა და 414 მონაწილეთა შორის, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა დემირელის კოლეჯიდან 4 მედალი მოიპოვეს: გიორგი სახირტლაძემ - ვერცხლი (ინფორმატიკა); ნუგზარ ჩხაიძემ - ბრინჯაო (ინფორმატიკა);თემურ მიქავამ - ბრინჯაო (მათემატიკა);გიორგი კლდიაშვილმა - ბრინჯაო (მათემატიკა).ოლიმპიადაში, რომელშიც ტრადიციულად არა ქვეყნების ნაკრებები, არამედ სპეციალიზებული ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გუნდები მონაწილეობენ, დემირელის სახ. კერძო კოლეჯი ერთადერთი არასპეციალიზებული სასწავლებელი იყო, რომელიც ამ ოლიმპიადაში მონაწილეობდა და განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია.

საქართველოდან დემირელის კოლეჯის გარდა, კიდევ სამი ფიზიკა-მათემატიკური სკოლის გუნდი მონაწილეობდა: თბილისის კომაროვის სახ. 199-ე სკოლა (1 ვერცხლი, 5 ბრინჯაო), თბილისის ვეკუას სახ. 42 სკოლა (2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო), ქუთაისი რაზმაძის სახ. 41-ე სკოლა (4 ბრინჯაო). საგულისხმოა, რომ საქართველოდან მონაწილე 4 გუნდს შორის ინფორმატიკაში ვერცხლის მედლის აღება მხოლოდ დემირელის კოლეჯის გუნდმა მოახერხა.

”წელს ჩვენი კოლეჯი პირველად წარსდგა ამ ოლიმპიადაზე სრული გუნდით, სარეიტინგო სიაში დემირელის კოლეჯის გუნდმა 62 მონაწილე გუნდს შორის 28-ე პოზიცია დაიკავა და თავის შედეგით 34 სპეციალიზებულ ფიზიკა-მათემატიკურ სკოლას გადაასწრო. განაცხადა გუნდის ხელმძღვანელმა გიორგი მანდარიამ. „ამ ეტაპზე დემირელის კოლეჯი გუნდურ რეიტინგში ინფორმატიკაში (ისევე როგორც მათემატიკაში) მის წინ მდგომ რამდენიმე გუნდს ასწრებს. ხოლო ინფორმატიკის გუნდურ რეიტინგში კოლეჯმა წელს გრან პრის მფლობელ გუნდსაც კი გაუსწრო.“

დემირელის სახელობის კოლეჯი მსოფლიო დონის ოლიმპიადაზე 7 მოსწავლით იყო წარდგენილი, მათგან 4-მა საპრიზო მედალი მოიპოვა, ხოლო სამ მოსწავლეს მცირედი დააკლდათ მედლამდე. გუნდს პროფესორები გიორგი მანდარაია და ირაკლი ჩიტაია ხელმძღვანელობდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42