საზოგადოებრივი ზეგავლენის შემცირების მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მომდევნო სამი დღის განმავლობაში სასწავლო პორცესის შეჩერებაზე იმ კონკრეტულ დაწესებულებაში, სადაც გაცდენათა რაოდენობა აღემატება 20%-ს.
ასევე საქართველოს გაანათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს რამდენიმე რეგიონში უამინდობის გამო სასწავლო პროცესი სამი დღით შეჩერდეს. გამომდინარე იქიდან, რომ მეტეოროლოგიური პროგნოზით, უამინდობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, მინისტრის ბრძანებით, სასწავლო პროცესი შეწყდება აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების იმ სკოლებში, სადაც სკოლასთან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მეტეოროლოგიური პირობების გამო გაძნელებულია. გაკვეთილები კი, მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება.
სკოლების სია, სადაც უამინდობის გამო სწავლა შეწყდა - 204 სკოლა.
სკოლების სია სადაც სწავლის პროცესი გრიპის ვირუსის გამო გადაიდო იხილეთ ბმულზე
მასალის გამოყენების პირობები






