საზოგადოებრივი ზეგავლენის შემცირების მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მომდევნო სამი დღის განმავლობაში სასწავლო პორცესის შეჩერებაზე იმ კონკრეტულ დაწესებულებაში, სადაც გაცდენათა რაოდენობა აღემატება 20%-ს.
სამინისტრო აგროვებს ინფორმაციას მოსწავლეთა დასწრებაზე როგორც დილის, ასევე მეორე ცვლის მოსწავლეებთან დაკავშირებით. დასწრების მაჩვენებელი მეორე ცვლაში, რომელ პერიოდშიც ძირითადად დაწყებითი კლასების მოსწავლეები სწავლობენ, რიგ სკოლებში 20%-იან ნორმას აჭარბებს. მთელი საქართველოს მასშტაბით, ასეთი 180 საჯარო სკოლაა.
შესაბამისად, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ამ სკოლებში სამი დღით სასწავლო პროცესის შეჩერებაზე. გაცდენილი საათები კი, შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება.
ამასთანავე განათლების უწყების გადაწყვეტილებით უამინდობის გამო სწავლა 204 სკოლაშიც შეწყდა.სკოლების სია სადაც სწავლის პროცესი გრიპის ვირუსის გამო გადაიდო იხილეთ ბმულზე
მასალის გამოყენების პირობები






