უამინდობამ გურიაში პრობლემები შექმნა. რამდენიმე ათასი აბონენტი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე იმყოფება. ელექტროენერგია არ მიეწოდება ლანჩხუთის რაიონის 6 სოფლის მოსახლეობას. გადაადგილების პრობლემებია სოფელ მამათში, აკეთში, ჩოჩხათში, ჯურუყვეთში, ნინოშვილში, მაჩხვარეთში, ნიგზვიანში, ლესაში და ასევე ქალაქ ლანჩხუთში.
როგორც ქალაქის გამგეობაში აცხადებენ აცანაში, აკეთში, მამათში და ჩოჩხათში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო სამსახურის მიერ იწმინდება ოზურგეთი-ლანჩხუთის დამაკავშირებელი გზაც, ცოტა ხანში სპეციალურ ტექნიკას ელოდებიან აცანა-მამათის გზაზე.
რთული ვითარებაა ჩოხატაურშიც, სადაც 9 ადმინისტრაციულ ერთეულში გათიშულია ელექტროენერგია. პრობლემებია გადაადგილების კუთხითად. გზების გასაწმენდად მობილიზებულია 20 ერთეული ტექნიკა. საგზაო სამსახურის სპეციალური ტექნიკა გასულია ნაბეღლავის მიმართულებით და იწმინდება გზა ნაბეღლავი-ქვაბღის მიმართულებით.
ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 900-მდე აბონენტი ოზურგეთში. რაც შეეხება რაიონებს, ელექტროენერგიის მიეწოდება შეწყვეტილი აქვს 15 მდე სოფელს. რაც შეეხება გზებზე არსებულ ვითარებას, ადგილზე მუშაობს 8 ერთეული ტექნიკა. მათ შორის სამხიდიანი მძიმე ტექნიკა, რომელიც შემოყვანილია სამეგრელოდან. გარდა მუნიციპალური ტექნიკისა, 5-6 სოფელში იყენებენ ადგილობრივი მოსახლეობის ტექნიკას და მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო საწვავით.
მასალის გამოყენების პირობები






