კვიპროსის ფინანსური მოლოდინების დასასრული
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:43, 26 Mar, 2013     1094
უსაფრთხო ნავსაყუდელი „ბობოლა“ ავანტურისტებისთვის და თაღლითებისთვის, ზღაპრული კუნძული ევროპის შუაგულში ეკონომიკურად განადგურდა რამდენიმე დღეში და გაქრა ელიტარული „ოფშორების“ მსოფლიო რუქიდან. ახლა როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, უკვე ნათელია, რომ კვიპროსი ვეღარასოდეს დაიბრუნებს ყოფილ მიმზიდველობას. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა „ჩასაძირად“ განწირულია, ლაპარაკია მხოლოდ იმაზე რამდენად ჩქარა და რა დანაკარგებით.


გაკვირვებას კი იწვევს ის ფაქტი, რომ კვიპროსელების და დაზარალებული ბანკების რუსი კლიენტების გარდა ეს დიდად არავის აღელვებს - არც ევროპის და არც რუსეთის მთავრობებს.


ერთის მხრივ არის საფრთხე, რომ ევროპის საპრობლემო ქვეყნებში ამ მოვლენამ კატალიზატორის ფუნქცია შეასრულოს. სამხრეთ ევროპის საბანკო სექტორი ისედაც სულს ღაფავს და ბანკების მიმართ გაზრდილი უნდობლობის ფონზე შესაძლოა დაიწყოს კრიზისის ახალი ტალღა. მაგრამ მეორეს მხრივ ამ პატარა ქვეყნის წილი ევროპის ეკონომიკაში შეადგენს სულ რაღაც 0,2%-ს და დესტაბილიზაციის რისკი პრაქტკულად არ არსებობს. უფრო მეტიც, პოლიტიკოსების აზრით მომხდარი დეფოლტი კარგი მაგალითია პრობლემური ქვეყნების მოსახლეობისთვის მომავალში სწორი არჩევანის გასაკეთებლად დასავლური საბაზრო ღირებულებების და მემარცხენე პოპულისტების დაპირებების შორის.



რაც შეეხება მთავარ დაზარალებულ მეანაბრეებს - რუსებს, მათ ჩვეული იმპერიული მენტალიტეტით იხელმძღვანელეს და გაჭირვებაში მყოფ „მეგობარს“ ფულადი დახმარების სანაცვლოდ ქვეყნის ტოტალური მიყიდვა და რამის რუსეთის გუბერნიის სტატუსის მიღება მოთხოვეს.



საწყალი კვიპროსელები! ბოლო მომენტამდე ჰქონდათ იმის იმედი, რომ დაგროვილ ვალებს მეგობარი რუსები გაისტუმრებდნენ, გაერთიანებული ევროპა ცოტას უსაყვედურებდა და თვალებს დახუჭავდა მათ პირფერობაზე, ისინი კი გააგრძელებდნენ სხვის ხარჯზე ლაღად ცხოვრებას! არ გამოუვიდათ......


მომზადებულია კომპანია „Admiral Markets“ ანალიტიკური ჯგუფის მიერ
http://www.admiralmarkets.ge/analytics/







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42