"ეს გადაცემა არ უნდა გავიდეს ეთერში!"- ფსიქოლოგები გადაცემა"პროფილს" აკრიტიკებენ
საზოგადოება - 11:41, 25 Jan, 2016     15288

ფსიქოლოგი გიორგი დონაძე სუიციდის თემაზე მომზადებული გადაცემა“პროფილის“ ეთერში გასვლის წინააღმდეგია. სპეციალისტის აზრით ასეთ თემებზე არასათანადოდ მომზადებული გადაცემები ფატალური რისკების შემცველია და ამგვარი გაშუქება შესაძლოა თვითმკვლელობის ირიბ წახალისებად იქცეს. აღნიშნულ თემასთან დკავშირებით ფსიქოლოგმა ვრცელი პოსტი ფეისბუკზე გამოაქვეყნა:

„მოგესალმებით მეგობრებო! მიუხედავად მცდელობისა, რომ გადაცემა ,,პროფილს“ არ გაეკეთებინა ასეთ ფორმატში გადაცემა სუიციდის შემთხვევების გაშუქების თემაზე, როგორიცაა შემთხვევების განხილვა პირდაპირ ეთერში, გარდაცვლილის ახლობლების მოწვევა, თემის რომანტიზება და მომხდარის ცალსახად ერთ რომელიმე მიზეზზე დაყვანის მცდელობა! ზემოთ თქმული კი დაკავშირებულია ქვემოთ მოყვანილ რისკებთან!

მიუხედავად ამისა კვლავ გრძელდება მანკიერი პრაქტიკა, რაც ნათლად ჩანს გადაცემის ანონსში!

ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები ვგმობთ ამ ფაქტს და ვთვლით, რომ ეს გადაცემა არ უნდა გავიდეს ეთერში!

რადგან ანონსშივე უკვე ნათლად ჩანს ქვემოთ აღნიშნული რისკების არ ცოდნის და შოუს გაკეთების მცდელობა, მანიპულირება ადამიანების ემოციებზე ისეთი თემებით, რომელიც თავისთვში შეიცავს ფატალურ რისკებს!
სუიციდის გაშუქება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია. ამბის ღირებულების შეფასებისას, ჟურნალისტებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ მათი შეტყობინება ძლიერ ზეგავლენას იქონიებს არამარმარტო გარდაცვლილის მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე, არამედ მკითხველებსა და აუდიტორიაზეც.

ევროპის დართ ცენტრმა ჟურნალიტებისთვის გამოსცა განახლებული და სრულყოფილი ბროშურა სუიციდის გაშუქების თემაზე. (სუციდის გაშუქება, სახელმძღვანელო ჟურნალისტებისათვის; კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლა; ფსიქოტრავმის საზოგადოება)

სადაც წერია და ეყრდნობა მტკიცებულებით კვლევებს: ,,გამოკვლევები მიუთითებს, რომ საშუალოდ 2.5%-ით მატულობს სუიციდის მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც თვითმკლელობის შესახებ ისტორია საზოგადოების ფართო განხილვის საგანი ხდება.’’

აქვე გრძელდება: ,,მაგრამ ყველაფერი ასე ცალსახადაც არაა: სხვა კვლევები იმაზე მიუთითებს, რომ ფრთხილი, კვალიფიციური გაშუქება, პირიქით, დიდ როლს თამაშობს სუიციდის შემცირებაში და საზოგადოებას ეხმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ცოდნა გაიღრმავოს.’’

‘’გაწონასწორებული გაშუქება გულისხმობს სუიციდის გამომწვევი პოტენციური ფაქტორების სპექტრის გათვალისწინებას. თვითმკვლელობის მიზეზების დაკნინება და მათი დაყვანა მხოლოდ რომელიმე ერთ კონკრეტულ საბაბამდე, მაგალითად დამცირება/დაცინვა(bullying), გაკოტრება, ან შეყვარებულთან დაშორება – გავრცელებული შეცდომაა.’’

,,არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ერთი მიზეზი, მაგალითად დამცირება/ბულინგი ან სექსუალური ძლადობა გამხდარიყო გადამწყვეტი ფაქტორი სუიციდისთვის, თუმცა თვითმკვლელობის ასახსნელად, მხოლოდ ერთ რომელიმე მიზეზზე ყურადღების გამახვილება არ იქნება მართალი. სხვა ფაქტორებზე წაყრუება ცუდ სამსახურს უწევს მათ, ვინც სუიციდზე ფიქრობს, ამასთან ამგვარი გაშუქება შესაძლოა თვითმკვლელობის ირიბ წახალისებად იქცეს.’’- წერს გიორგი დონაძე.

მოგვიანებით, დონაძეს გადაცემის წამყვანთან მაია ასათიანაც ქონდა კონტაქტი:

„ახლახანს მაია ასათიანმა დამირეკა და ძალზედ შეწუხებული იყო, რომ მიუხედავად მრავალი თემის ირგვლის კვლევისა ანონსში გაიპარა ის მომენტები რაც არ უნდა ყოფილიყო წესით მე ვფიქრობ, რომ კარგია, რომ ესეთ თემებზე არ ვხუჭავთ თვალებს მედიას ვუთითებთ არა იმიტომ, რომ მათი მტრები ვართ, არამედ, რომ ისწავლონ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს ადეკვატური გაშუქება, რადგან არა სწორი გაშუქება ბევრ დანაკარგებთან არის პირდაპირ კავშირში! მადლობა მაის გამოხმაურებისათვის და შევთანხმდით შემდგომ თანამშრომლობაზე. ასევე გადაცემა სანამ გავა დეტალების ამოღებაზე. ანონსი ასევე იქნება შეამციროთ ჩვენება, ვიცი რომ ამოღება ვერ მოხდებაო სამწუხაროთ. ისე ძალიან სამწუხაროა აქვე ავღნიშნავ, რომ ამის დაწერა მომიწია, რადგან აქამდეც მაის უთხრეს სპეციალისტებმა აზრი. მიუხედავად ამისა მადლობა, რომ დაინტერესდა ამ განცხადებით!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42