წყნეთსა და კოჯორში გზის გაწმენდითი სამუშაოები საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს
საზოგადოება - 10:28, 25 Jan, 2016     1576
შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს თანამშრომლები, დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურად მიმდინარეობდა გზის გაწმენდით სამუშაოები - ამ დრომდეა მობილიზებული მძიმე ტექნიკა, იწმინდება სამანქანე გზები, იყრება ტექნიკური მარილი.

განსაკუთრებულად უხვი ნალექის გამო, წყნეთსა და კოჯორში გზის გაწმენდითი სამუშაოები დავით ნარმანიამ პირადად მოინახულა. თბილისის მერის განცხადებით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს, რათა მოქალაქეებმა გადაადგილება შეზღუდვების გარეშე შეძლონ.

“ძირითად ნაწილში, სადაც დღის განმავლობაში და საღამოს აქტიურად თოვდა, ინტენსიურად მუშაობდნენ ჩვენი ბრიგადები. მთელი ღამის განმავლობაში არის მორიგეობა. 180 ადამიანი და შესაბამისად, 10 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკაა მობილიზებული. დილას ადრე მოიყრება, კიდევ, დამატებით მარილი, რათა ყინვების შემდგომ გადააგილება იყოს ასევე მარტივი, თუმცა, მაინც მნიშვნელოვანია ის, რომ ყინვების დროს მოქალაქეები ზაფხულის საბურავებით გადაადგილებას მოერიდონ, რათა ამას არ მოჰყვეს ავტომანქანების დაზიანება. ყველამ უნდა გაითვალისწინოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესები. ჩვენი სამსახურები ინტენსიურად იმუშავებენ იმისათვის, რომ რაიმე სახის შეზღუდვები და შეფერხებები გზებზე არ იყოს”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე, გიორგი ლილუაშვილი, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, ასევე, მთაწმინდისა და ვაკის რაიონის გამგეობების თანამშრომლები.

ამ დროისათვის, დედაქალაქის მასშტაბით, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ამასთან, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს შპს "თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზი - 2 61 90 50.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42