ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, გააკეთა.
ეჭვი, რომ ბიძინა კუჭავა წარსულში მომხდარ მკვლელობებში მონაწილეობდა, ყოფილმა სამართალდამცველმა, ირაკლი ფირცხალავამ, სასამართლო პროცესზე გაასაჯაროვა.
მსჯავრდებულმა 2 გახმაურებული საქმის - გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის მკვლელობისა და 2007 წელს მოკლული გიორგი მაღალთაძის შესახებ ისაუბრა.
ფირცხალავას ინფორმაციით, არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ სამივე მათგანი პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულმა ბიზნესმენმა, ბიძინა კუჭავამ, მოკლა.
ირაკლი ფირცხალავას მტკიცებით, სამივე ადამიანი ერთიდაიმავე იარაღიდან თავში გასროლით არის მოკლული და გამოძიებისთვის კვალის არევის მიზნითაც ერთიდაიგივე მეთოდია გამოყენებული.
გენერლისა და მისი ცოლის მკვლელობისთვის გამოძიებამ თამაზ გოგია დააკავა, რომელსაც უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. გოგია უკვე 7 წელია, სასჯელს რუსთავის საპატიმროში იხდის. მისი შვილი კი აცხადებს, რომ ბრალდება, რომელიც მამამისს წაუყენეს, უსაფუძვლოა.
ბიზნესმენი გოჩა მაღალთაძის მკვლელობა დღემდე გაუხსნელია. მოკლულის მეგობარი ყვება, რომ კუჭავას გოჩა მაღალთაძის ვალი ჰქონდა, რომელიც დღემდე არ მიუცია.
წყარო : რუსთავი 2 (ვიდეო ნახეთ აქ)
მასალის გამოყენების პირობები