სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს
საზოგადოება - 14:53, 23 Jan, 2016     1397
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს აქციას „გაიღეთ სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე“ შეუერთდა. ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ და სამინისტროს თანამშრომლებმა გაიღეს.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებს შესაძლებლობა მოგვეცა ჩავრთულიყავით აქციაში ლეიკემიით დავადებული ბავშვების გადასარჩენად. ბავშვებისთვის, რომლებიც მკურნალობის რთულ კურსს გადიან, ძალიან მნიშვნელოვანია სისხლი და სამინისტროს თანამშრომლები ამ აქციაში სიამოვნებით ჩაერთნენ,“ _ განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტი ერთადერთია საქართველოში, სადაც ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მკურნალობენ. სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში 0-დან 18-წლამდე ასაკში ყოველ წლიურად ლეიკემიით 40 ახალი შემთხევა ფიქსირდება. ბავშვების მკურნალობისათვის ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსია საჭირო. შესაბამისად, პაციენტის კლინიკაში დაყოვნების პერიოდი 9 თვეს მოიცავს. მათ ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში სისტემატიურად სჭირდებათ ახალი სისხლისაგან დამზადებული კომპონენტები.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლები ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად მსგავს აქციებში მონაწილებას მომავალშიც გეგმავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42