„მინდა მასწავლებელი გამოვიდე და რაც მე შემაძულეს, ბავშვებს ის შევაყვარო“
კულტურა - 21:19, 22 Jan, 2016     12868

პროექტ „ნიჭიერის“ გამარჯვებულმა, 15 წლის ბარბარა სამხარაძემ თავი ყველას დაამახსოვრა. მისგან იმდენად ბევრი პოზიტივი მოდის, რომ მისი გამოჩენის დღიდან, შეიყვარა მაყურებელმა. ბარბარა გურჯაანში ცხოვრობს, თუმცა თავს კახელ გოგოდ არ თვლის. ის მე-10 კლასის მოსწავლეა და ძალიან უყვარს სიმღერა. „ნიუპოსტთან“ საუბრისას მან თავის ცხოვრებაზე ისაუბრა. როგორც შევიტყვეთ მიუხედავად ასაკისა, მის ცხოვრებაში იყო სიხარულიც და იმედგაცრუებაც.

- ბარბარა პირველ რიგში გილოცავ გამარჯვებას. მითხარი, რას ნიშნავს „ნიჭიერი“ შენს ცხოვრებაში?

- ალბათ „ნიჭიერი“ მთელი ჩემი ცხოვრება.

- როცა შესარჩევ ტურზე მიდიოდი, რამდენად წარმოგედგინა რომ „ნიჭიერის“ გამარჯვებული გახდებოდი?

- გამარჯვებაზე არც მიოცნებია. უბრალოდ ვთვლიდი, რომ პროექტში მონაწილეობის მიღებაც საკმარისი იქნებოდა ჩემი სურვილის დასაკმაყოფილებლად. მაგრამ თურმე უფრო მეტი შემძლებია. ფინალის დღეს, სცენაზე რომ ვიდექით და შედეგების გამოცხადებას ველოდებოდით, თავს უფლებას არ ვაძლევდი იმაზე მეფიქრა რომ გავიმარჯვებდი.

- გაიმარჯვე და ალბათ ორმაგად სასიამოვნო იყო ამის შეგრძნება. ბარბარა, ერთხელ თქვი რომ მუსიკის მასწავლებელი სკოლაში მაღალ ნიშანს არ გიწერდა. თუ ნახე მას შემდეგ რაც პროექტის გამარჯვებული გახდი? რა გითხრა?

- ჯერ არავინ არ მინახავს. რა ვიცი, რას მეტყვის... ნიშნების გამო დედაჩემი ჯერ კიდევ 4-5 წლის წინ ეუბნებოდა ჩემს მასწავლებელს, სარკის წინ რომ დადგებით, საკუთარ თავს თვალს ვერ გაუსწორებთო.

- როგორ ფიქრობ, რა იყო ამის მიზეზი? ხმა მაშინაც ხომ გქონდა? რატომ არ გიწერდნენ ნიშანს.

- არ ვიცი, ალბათ უნდოდათ სიმღერა შემძულებოდა და დავთრგუნულიყავი.

- ძალიან ცუდი, მაგრამ ამავე დროს ალბათ ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გაგაძლიერა და მოგცა იმის სტიმული, ყველასთვის დაგემტკიცებინა, რომ გაცილებით მეტი შეგიძლია.

- კი, სტიმული ნამდვილად მომცა ამ ყველაფერმა, მაგრამ ერთი პერიოდი დათრგუნული ვიყავი და მეგონა, რადგან მასწავლებელი ვერ ამჩნევს ჩემში ნიჭს, ესე იგი მართლა არ შემეძლო სიმღერა.

- ეს ყველაფერი უკვე უკან მოიტოვე და ყველას ყველაფერი დაუმტკიცე. შენ ძალიან ნიჭიერი, საყვარელი ბარბარა ხარ. ახლა რა გეგმები გაქვს? ვოკალის პედაგოგთან თუ გეგმავ სიარულს?

- წინასწარ არაფერი არ ვიცი. სიმღერით კი ვიმღერებ, მაგრამ . ისეთი რაღაც მინდა გავაკეთო, რასაც ჩემი მასწავლებლები ჩემგან არ მოელიან.

- შენს ოჯახზეც მომიყევი.

- ჩემი ოჯახი ძალიან მიყვარს და ყოველთვის გვერდში მიდგას, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია.

- „ნიჭიერში“ მონაწილეობის მიღებას რაც შეეხება, ვინ დაგეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში?

- დედა წინააღმდეგი იყო „ნიჭიერში“ რომ გამოვსულიყავი, რადგან ამ ემოციებისთვის ვეცოდებოდი. მეუბნებოდა, ჯერ პატარა ხარ და ამხელა ემოციებს ვერც მე გადავიტან და ვერც შენო. მიუხედავად ყველაფრისა ჩემი მაინც გავიტანე და „ნიჭიერში“გამოვედი. ყველაზე დიდი როლი ძიამ ითამაშა. ჩვენებს სულ ეუბნებოდა, რომ პროექტში გავეყვანე. თუ არ გაიმარჯვებს, პატრონი მაინც გამოუჩნდებაო. მიხარია, რომ ჩემი ნიჭი და შესაძლებლობები მარტო ბიძაჩემს არ შეუნიშნავს და მაყურებელმაც დაინახა. 9 წლის რომ ვიყავი, პირველად მაშინ ვცადე „ნიჭიერში“ გამოსვლა. ლაგოდეხში კასტინგზეც გავედი. იქვე მითხრეს უპრობლემოდ გადასულიხარ, შემდეგი ტურისთვის ინგლისური სიმღერა მოამზადეო, მაგრამ მერე არავის აღარ დაურეკავს.

- ანუ თბილისიდან ჩამოსულმა ჟიურიმ გითხრა კი და მერე რა მოხდა, ლაგოდეხში გითხრეს უარი?

- როგორც ასეთი უარი არავის უთქვამს, როგორც ვიცი ჩემი ანკეტა საერთოდ აღარ იყო, დაიკარგა. რა მოხდა მართლა არ ვიცი.

- ბარბარა კახეთში საიდან აღმოჩნდა შენი ოჯახი? დედა დათეშიძე გყავს, მამა სამხარაძე. არც ერთი არ არის კახური გვარი.

- ჩემი წინაპრები არიან ჩამოსახლებული, თორე ისე იმერლები ვართ. რომ მომიხსენიებენ კახელი გოგონაო, არა მგონია მე კახელი ვიყო. საქართველოშიც ცხოვრობენ ინდოელები, მაგრამ ქართველის სახელით არავინ არ სარგებლობს.

- ახლა ის მითხარი რაზე ოცნებობ?

- როდესაც დაიწყება ჩემი „ნიჭიერში“ მოგებული ვაუჩერების განაღდება, ვფიქრობ ჩემს ოცნებებს ავისრულებ. რომ ვიოცნებო კარგად ვიყო-მეთქი, მხოლოდ ჩემი კარგად ყოფნა რაში მჭირდება, თუ სხვაც კარგად არ იქნება. რაც მთავარია მინდა ყველა სიმღერის მოსმენის ხასიათზე იყოს. სიმღერა რომ დაიწყება და ჩაუწიე მაგისი მოსმენის თავი არ მაქვსო, ეს არავინ არ უნდა თქვას. მინდა ყველა ისეთ ხასიათზე იყოს, მომღერალსაც ემღერებოდეს და მსმენელსაც ჰქონდეს განწყობა, სიმღერა მოისმინოს.

- რას ეტყვი იმ ადამიანებს, ვინც თუნდაც ერთი ესემესი გამოგიგზავნა და გვერდში დაგიდგა?

- ვინც თუნდაც ერთხელ მაინც გაიფიქრა გულში, ეს გოგო გამარჯვების ღირსიაო, მაგრამ ვერ დამირეკა, რადგან ეს თანხა ღირს, მინდა თითოეულს ღმერთმა ერთი ათასად მიჰგვაროს სიკეთე. რა თქმა უნდა, მადლობა მათ, ვინც მირეკავდა და უნდოდა ჩემი გამარჯვება. მადლობა ყველა მონაწილეებს, რომელიც მე მგულშემატკივრობდა. ერთმა მონაწილემ მითხრა, დედაჩემი გავაფრთხილე მე არ დამირეკო, ბარბარას დაურეკეო მე მაინც ვერ მოვიგებო. ალბათ რომ არ მომეგო ჩემზე ნაწყენი ისინი იქნებოდნენ.

მარიკა ხიდურელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42