ვირუსული გამოძახებებისთვის 112-ში ახალი ინსტრუქცია ამოქმედდა
საზოგადოება - 20:49, 22 Jan, 2016     1590

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, 112-ის დირექტორის მოადგილესთან, თეა გზირიშვილთან ერთად საგანგებო რეჟიმზე გადასული ოპერატიული მართვის ცენტრის მუშაობას ადგილზე გაეცნო. მინისტრის მოადგილე ოპერატორებს გაესაუბრა და პირადად მათგან მიიღო ინფორმაცია, ახლად შემუშავებული პროტოკოლის საშუალებით, როგორ ხდება ვირუსულ გამოძახებათა დიფერენცირება.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 112 განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. ოპერატორებისთვის ტრიაჟის ახალი პროტოკოლი შემუშავდა. ამის მიხედვით, 112-ში შესული ვირუსული გამოძახებები ოპერატორების მხრიდან კლასიფიცირდება და მწვავე - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, ხოლო არამწვავე გამოძახებები - საოჯახო მედიცინის ცენტრებს გადაეცემა. ამ დროისთვის, ყველა საოჯახო მედიცინის ცენტრში უკვე ჩაშვებულია 112-ის პროგრამა. ცენტრებში მყოფი ოპერატორები პროგრამის მეშვეობით ახდენენ შესულ ზარებზე რეაგირებას და ვირუსულ პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას სატელეფონო კონსულტაციის, ადგილზე დახმარების გაწევისა და მისამართზე გასვლის სახით, დღე-ღამის განმავლობაში სთავაზობენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებსაც მიმართა და მოუწოდა, ვირუსული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში - ოჯახის ექიმებს მიმართონ, სასწრაფო სამედიცინო დახმარება კი გართულებული ვირუსული გრიპის ინფექციის დროს გამოიძახონ. „ყველა ამბოლატორიული დაწესებულება მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, ვირუსული გრიპის ინფექციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პირველ რიგში მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს, რომელიც მოგემსახურებათ, როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე ბინაზე. როდესაც თვლით, რომ ვირუსული გრიპის ინფექციის გართულებასთან დაკავშირებით გესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მხოლოდ მაშინ დარეკეთ 112-ში, სადაც დახმარებას გაგიწევენ როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, ასევე დამატებით 24-საათიან რეჟიმში მომუშავე საოჯახო მედიცინის ცენტრები“, - აღნიშნა ნინო ბერძულმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42