ქართული დამწერლობით ინტერნეტ მისამართების გამოყენება შესაძლებელი ხდება
საზოგადოება - 17:43, 22 Jan, 2016     1356

ქართული დამწერლობით ინტერნეტ მისამართების გამოყენება ხდება შესაძლებელი - მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციამ (ICANN) საქართველოს ოფიციალურად მიანიჭა უფლება საინტერნეტო მისამართები დაწეროს მხედრული ანბანითა და შემდეგი დაბოლოებით „ .გე “, საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი კი საქართველოსთან ასოცირებული ინტერნაციონალიზირებული ზედა დონის დომენების კოორდინატორი გახდა.

ამ ეტაპზე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა სარგებლობს არალათინური დამწერლობის გამოყენებით გლობალურ ქსელში დომენური სახელწოდებების გამოყენების პროცესში, რომლებიც სლავურ-კირილურ, არაბულ, ინდურ, ჩინურ და ებრაულ დამწერლობას იყენებენ.

სიახლე ქართული ინტერნეტ-სივრცისათვის რამოდენიმე კუთხით არის მნიშვნელოვანი. გლობალიზაციის პროცესის ფონზე, ქართულენოვანი საინტერნეტო მისამართები გაზრდის ქართული ენის გამოყენებას ინტერნეტსივრცეში და ხელს შეუწყობს მისი თვითმყოფადობის შენარჩუნებას. ასევე, ქართულენოვანი ინტერნეტ-მისამართების ამოქმედებით ინტერნეტის მოხმარებას შეძლებს გაცილებით მეტი აბონენტი, განსაკუთრებით რეგიონებში და სოფლად, სადაც მოსახლეობა ნაკლებად ფლობს უცხო ენას; ქართულენოვანი ინტერნეტ-მისამართების ამოქმედებით, მოსახლეობა შეძლებს დაბრკოლების გარეშე გამოიყენოს ქართული ვებ-გვერდები, მაგალითად, თუნდაც ინტერნეტ-ბანკინგი, ან შემეცნებითი და გასართობი ინტერნეტ-გვერდები და სხვა; საინტერესო სიახლე იქნება ასევე, სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც ჯერ არ ფლობენ უცხო ენებს. კერძოდ, ისინი მშობლის დაუხმარებლად შეძლებენ ისეთი დავალებების მომზადებას, რომელიც ინტერნეტის მოხმარებას მოითხოვს, ანუ მოსწავლეებს მიეცემათ ინტერნეტ-სივრცეში განთავსებული ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებისა და დამუშავების შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათი დამუკიდებლად მუშაობის უნარის ამაღლებასა და თვით-განვითარებას; და რაც მნიშვნელოვანია, ხელს შეუწყობს უცხოეთის ქართულ დიასპორაში და მათ მომავალ თაობებში ქართული ენის და დამწერლობის ცოდნის შენარჩუნებას და ამაღლებას.

2016 წლის 20 იანვრიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრმა დაიწყო წინასწარი რეზერვაციის პროცესი სახელმწიფო საჭიროების, სავაჭრო ნიშნის შემცველი ან .ge ზონაში არსებული საინტერნეტო მისამართების შესატყვისი .გე ზონის დომენების სარეზერვო ბაზის შესაქმნელად. წინასწარი რეგისტრაციის პროცესის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ .გე ზონის დომენების რეგისტრაცია ხდება საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირისათვის როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების რეზიდენტთათვის, ონლაინ პროცედურით საიტზე რეგისტრაცია.გე.

საქართველო 2005 წლის თებერვალში მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის ICANN-ის მე-100 სამთავრობო წევრი გახდა. ქვეყნის ინტერესებს ზემოაღნიშნულ კომიტეტში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარმოადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42