სანქციები ხმაურზე - სახალხო დამცველი პარლამენტს მიმართავს
საზოგადოება - 13:27, 22 Jan, 2016     1606

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პარლამენტს ხმაურის რეგულირების უზრუნველსაყოფად ეფექტური ნაბიჯები გადადგას.

ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„15 იანვარს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, მიმართოს ყველა არსებული ზომას ხმაურის საკანონმდებლო დონეზე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ფორმით დასარეგულირებლად და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გასათვალისწინებლად.

საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს თბილისში, აგლაძის ქუჩის მაცხოვრებელთა კოლექტიურ განცხადებას, რომელსაც 343 პირი აწერს ხელს. განცხადებაში აღწერილია სამრეწველო და სხვა დაწესებულებებიდან მომდინარე ხმაურის შედეგად მოსახლეობაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა.

აღნიშნული პრობლემის მოწესრიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ იქნა საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის“ თაობაზე და ის შესული იყო პარლამენტის მიმდინარე სესიის დღის წესრიგში. მოგვიანებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიმართვაზე პასუხად, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე კანონპროექტი გამოთხოვილია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური უწყებების განსხვავებული პოზიციების გამო, რაც უკავშირდებოდა „ხმაურის“ დეფინიციის განსაზღვრას, განგრძობადობას, ასევე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

ჯანმრთელობის ფუძემდებელი პირობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჯანსაღი გარემოს არსებობა. ხმაურით დაბინძურება ხელს უშლის ასეთი გარემოს სრულყოფილად ჩამოყალიბებას. გარემოს ხმაურით დაბინძურება წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის. ის ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დოკუმენტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს ხმაურის რეგულირების საკითხის მჭიდრო კავშირს ჯანმრთელობის დაცვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრებისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებებთან.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და არღვევს ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრებისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებებს. აღნიშნული ვითარება დაუყოვნებლივ საჭიროებს გამოსწორებას.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს აღნიშნულ წინადადებას და ეფექტურ ნაბიჯებს გადადგამს ხმაურის რეგულირების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42